მოკლედ ერთი გოგო გავიცანი, ლამაზი, საყვარელი. მომეწონა, იმასაც მოვეწონე ალბათ... მერე ფეისბუქზე ვმესიჯობდით ხშირად. მაგრამ შეხვედრას ვერ ვახერხებდით. ხან ამინდი არ გვიწყობდა ხელს ხან რა, ხან რა... მაგრამ მესიჯობა გრელდებოდა....
ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში მივდიოდი, რაღაც აქციის პონტი იყო და ბევრი ხალხი იყო და უცებ ვიღაცა გამოიქცა ჩემსკენ და მომესალმა, ეს გოგო იყო და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა

რამოდენიმე წუთით დავილაპარაკეთ და წავიდა, ეჩქარებოდა სადღაც. ამ დღიდან ჩავიდე გულში რო ეს გოგო ჩემი girlfriendი უნდა გამხდარიყო. უფრო სწორად ამ დღიდან კი არა როცა გავიცანი ეგრევე ვიფიქრე რო რაღაც კავშირი იქნებოდა ჩვენს შორის. რატო ვიფიქრე ვერ ვხვდები მაგრამ ვიფიქრე

გავიდა რამოდენიმე კვირა და ისევ ჩატაობაში გავატარეთ. თვითონ მითხრა ერთხელ თუ დაგაინტერესებს (რაღაც )მითხარი და დაგეხმარებიო. მაგრამ კიდევ რაღაც საქმეები გამომიჩდა და ვერ შევხვდი.
ერთ დღესაც მოვიკითხე და მითხრა შეყვარებული მყავსო. ეს გოგო 18 წლის არის შეყვარებული კი 27

ამან გადამრია მარა რა უნდა გამეკეთებინა. ამ ამბის შემდეგ 2-3 დღე არ იყო გასული გასართობად ვიყავი მეგობრებთან ერთად და იქ ვნახე. თვითონ მოვიდა და დამელაპარაკა და ამ ლაპარაკის დროს თავისი 27 წლის შეყვარებულიც გამაცნო. მაგრად დავიგრუზე მარა უკვე გვიანი იყო... მეორე დღეს კი მომწერა, მინდოდა პროსტა მენახე და წავსულიყავიო, არ მინდოდა ჩემი შეყვარებულიც იქ ყოფილიყოო მაგრამ წამომყვაო და თუ awkward moment იყო ბოდიშიო

)
ხოდა კაროჩე აქ რატო ვწერ არ ვიცი რამდენი ხანია თემა არ გამიხსნია. უბრალოდ მინდოდა ვინმესთის გამეზიარებინა ჩემი გულის ტკივილი. თუ რამე რჩევას მომცემთ ხო კაი თუ არადა მკიდია

ეხლა რას ვგძნობ? არაფერს, ისევ იმას რასაც ადრე. მომწონს ისევ და ისევ მგონია რო მოვა დრო და ეს გოგო ჩემთან იქნება.
მთავარი ფაქტი ისაა რო ჩემ თავზე მეშლება ნერვები და ვხვდები რო ჩემი ბრალია რა. როცა დრო იყო არაფერი არ ვქენი და ეხლა ვნანობ. ყველაზე ცუდი გრძნობა ვაფშე... მე რამე რო მექნა და არ გამომსვლოდა არ ვიქნებოდი ესე მაგრამ დავაგვიანე და არ გადავდგი ნაბიჯი და მაგაზე მაქ ნერვები მოშლილი.