ტემპერასთან და მადეირასთან ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი რომ ამ განყოფილებაში სრული წესრიგი გვაქვს და ასეთი თემები და განსაკუთრებით ამ ტიპის სახელებით დაშვებული არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ აქამდე "ოფებით" არასოდეს ვყოფილვარ გამორჩეული და დღის ბოლომდე ვაცოცხლოთ ეს თემა.
საქმე იმაშია, რომ ჩვენს ფორუმზე არსებობს თემა
დახმარებაა საჭირომსგავსი რამეები ბევრი მინახავს და ხშირად დახმარებაც აღმომიჩენია თუ შემეძლო, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება არავის და არაფერს არასდროს მოუხდენია, ალბათ იმიტომ, რომ მეც მამა ვარ და ჩემი ბავშვიც 7 თვისაა...
მოკლედ, დანარჩენს თავად ნახავთ, გთხოვთ, დავეხმაროთ ამ ბავშვს რითაც შეგვიძლია.
პ.ს აქვე ვწერ პმ-ს, რომელიც თემის ავტორმა ცოტა ხნის მომწერა, როცა ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობით დავინტერესდი:
პრობლემები გვაქვს თვალებზე,მომენტებში გაურბის,და საშინლად ქაჩავს,მხოლოდ მკვეტრ სინათლეს ხედავს,ჩვენ არ გვიყურებს,არადა უკვე 7 თვისაა,ამავდროულად შეილება ნეებისმიერ დროს ბადურა ჩამოეშალოს,რაც მხედველობის სრულიად დაკარგვას ნიშნავს,ეს არ უნდა მოხდეს,ამის საწინააგმდეგოდ 3 ჯერ ნემსი გაუკეთეთ,ავასტინი რომელიც ერთი ნემსი 440 ლ გირს.
ასევე ბავშვს სჭირს კვლავ ჰიდროცეფალია,ანუ (ტვინის გაწყალება) შუნტი ჩაუდგიტ ფორუმელების დახმარებიტ გაუკეტდა ოპერაცია,გასულია თითქმის 2 ტვე და ეხა უნდა ინახოს რა მდგომარეობაა თავში,დაიწკეს თუ არა ტვინის ქსოვილებმა ჩამოყალიბება.საჭიროა იაიმერის ანუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაგება,რომელიც 460 ლარამდე ჯდება,ტანაც სასწრაფოდ,მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის თანხები,ასევე ბავშვს უჭირს მარჯვენა ხელის მოძრაობა,თავის დაჭერა სათამაშოებს ვერ იჭერს ხელში,ამიტომ საჭიროა ნეიროპატოლოგების მუდმივი მკურნალობის ქვეშ ყოპნა.
7 თვისაა ბავშვი და სულ საავადმყოპოებში და ექიმებში ვართ, ისე გავიჭედეთ რომ ელემენტარულის ყიდვა გვიჭირს ბავშვისთვის, ბანკების ვალები და მამაჩემის ხელპასი თვეებია აგარ გვინახია თვალით.თქვენ წარმოიდგინეთ ამხელა პრობლემების მიუხედავად წინსვლები ბევრი გვაქვს.ეხა უნდა მიხედვა სანამ დროა,და ყველაპერი რიგზე იქნება..ბევრი რამ გადაიტანა ბავშვმა.
თქვენი იმედი მაქვს, ამ საქმეშიც ერთად დავდგეთ მოდით!
This post has been edited by mancunia89 on 14 May 2012, 17:18