ქალაქი ლოს-ანჯელესი ,
შემოკლებით ელ-ეი (LA),
ანგელოზთა ქალაქი ,
კალიფორნია , მოსახლეობით
აშშ -ის სიდიდით მეორე
ქალაქია ნიუ-იორკის შემდეგ.
ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850
წლის 4 აპრილს და ამავე
სახელწოდების ქაუნთის ადმ.
ცენტრია. 2000 წლის ცენზის
მიხედვით მისი მოსახლეობა
შეადგენდა 3,69 მილიონს,
თუმცა 2004 წლის 1 ივლისის
აღწერით ქალაქის
მოსახლეობამ 3,85 მილიონს
მიაღწია, ქაუნთის საერთო 10
მილიონი მცხოვრებიდან.
ქალაქი სამხრეთ კალიფორნიის
ურბანული აგლომერაციების
ცენტრი და უმნიშვნელოვანესი
ნაწილია. მისი ფართობია 1200
კვ.კმ, რითაც ის ნიუ-იორკს და
ჩიკაგოს აღემატება.
ლოს-ანჯელესი ქვეყნის ერთ-
ერთი კულტურული,
ეკონომიკური, სამეცნიერო და
გართობის ცენტრია. ქალაქი
ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი
ყველაზე კოსმოპოლიტი
ადგილია, ისევე როგორც
შემოქმედების ავანგარდი,
სადაც თავს იყრის დედამიწის
ფაქტობრივად ყველა ერის
წარმომადგენელი. აქ ჩამოსულ
ადამიანებს ყოველთვის
ხიბლავდა ქალაქის საამური
კლიმატი, ცხოვრების ცოცხალი
ცხოვრების რიტმი, უდიდესი
ენერგია, წყნარ ოკეანეზე
მთავარი გასასვლელის სტატუსი
და ”ამერიკული ოცნების”
განხორციელების
შესაძლებლობანი. 1932 და 1984
წლებში ლოს-ანჯელესი
ოლიმპიურ თამაშებს
მასპინძლობდა. ლოს-
ანჯელესის ყველაზე
კრიმინალური უბნებია Compton-ი
Watts-ი და Inglewood-ი და
ყველაზე კრიმინალური
დაჯგუფებები - კი Bloods,
CripsSureños, Mara Salvatrucha და
18th Street.
წყარო : ვიკიპედია
ვისაც გაქვთ ინფორმაცია ლოს-ანჟელესის შესახებ,არ დაიზაროთ