2012 წლის, 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ბათუმში ჩატარდება ტურიზმის კვირეული. ამ პერიდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებები, მათ შორის: ფრანის ფესტივალი (Kite Festival); უცხოელი მხატვრის მიერ სამგანზომილებიანი ქუჩის ხელოვნების პრეზენტაცია (3D Street Art); სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ტურიზმის სფეროში; "სითი ტური"-ს შეჯიბრი; მუზეუმები ღია ცის ქვეშ; ხელოვნების ინსტიტუტის სხვადასხვა ივენთები(მინი სპეკტაკლები, კონცერტები, მოდების ჩვენება...); გარემოს დაცვის აქცია; სამეჯლისო ცეკვების საღამო.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა, სიამოვნება ღირებული

ყველანი ბათუმში!
ივენთის ლინკი
Facebook-ზე
თვალი ადევნეთ ჩვენი
გვერდის განახლებებს, დაგვისვით კითხვები და მოგვმართეთ დახმარებისთვის - (0422) 27 40 02 ან (0422) 27 74 38
აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი