მოხდა სამყაროს აღსასრული,საბოლოო განკითხვა,უღირსები ჯოჯოხეთში,ღირსეულნი სამოთხეში,განადგურებულია ყველაფერი,აღარ არსებობს პლანეტარული სისტემები,უსასრულო გალაქტიკები(რომლებიც მარტო იმისთვისაა შექმნილი რომ ადამიანის თვალი გაახაროს და გააოცოს

) არსებობს მარტო ზეციური იერუსალიმი,არაფერში და უსასრულობაში გამოკიდებული,განათებული და გაბრწყინებული სადაც მარტო გალობა ისმის
ყველაზე დიდი თამაში,ყველაზე დიდი გასართობი-დედამიწა-დასრულებულია
გამრჯვებული ღმერთია
დამარცხებული ეშმაკი
შემდეგ რა მოხდება?გადის დრო,თუ არსებობს საერთოდ დრო არაფიზიკურ სამყაროში,ამდენ მილიონობით სამოთხეში მცხოვრები ადამიანების სულებიდან ან ანგელოზების დასიდან რომელიმეში ისევ იფეთქებს მეამბოხე სული?ისევ გაძევება და ისევ თამაშის ახალი პარტია დაიწყება?ისევ ახალი მატერიის შექმნა,ახალი დედამიწა,სამოთხიდან ისევ დედამიწაზე სულების ფიზიკური სხეულით მოვლინება გამოსაცდელად,აქაოდა სადაც ერთი შემოიპარა მეამბოხე შეიძლება სხვაც იყოს და ისევ თავიდან გამოვცადოთ ადამიანის სულებიო

ისევ ახალი ადამი,ისევ გამოცდები,ისევ ძმათა მკვლელობა,ახალი რელიგიები,ისევ ფორუმი,ისევ გივის კვერცხები

და ბოლოს ისევ აღსასრული?
უსასრულოდ ასე უნდა ვიტრუალოთ წრეზე?
This post has been edited by giorgevich23 on 30 Jun 2012, 22:54