#31211464 · 17 May 2012, 01:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული. თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით. თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი. ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურრით მწთოლარენი. ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი. წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული; მისი პირისახე მსგავსია ლიბანისა და დიდებულია, როგორც კედარი. მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!
--------------------
Не так я вас любил, как вы стонали..
|