გუშინწინ დილით ხუთმა მეგობარმა დიდუბიდან გავყევით წინარეხის მარშუტკას. იქ ჩვენ დავადექით კავთურას ხეობის გზას. პირველი რაც ვნახეთ იყო მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი, რომელშიც შედის ორნავიანი ბაზილიკა, სამრეკლო, გალავანი კოშკითურთ და რაღაც სათავსო.









მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსში შედის ასევე იქვე ცალკე მდებარე კოშკიც

* * *
კოშკის მერე ჩვენ გავეშურეთ ქვათახევის ულამაზეს მონასტრისკენ...




მონასტრიდან ჩვენ ავყევით მთის ფერდობს. თავიდან არაუშავდა, ძნელი არ იყო ასვლა, ბოლოს კი სრული კატასტროფა ხდებოდა მანდ. ფერდობი იყო დაფარული ერთი 30 სანტიმეტრის სისქის ნეშომპალათი, რომელიც წვიმის მერე სველი იყო და საშინლად სრიალებდა. ბოლოს თითქმის ვერტიკალურად ვძვრებოდით მაგ მთაზე






იმ საშინელი ხევის მერე ავედით მწვერვალზე, საიდანაც იშლებოდა მშვენიერი ხედები ოთხივე მხარეს. იქედან ჩვენ ჩავედით ნასოფლარ საკურთხისში, სადაც ვიპოვეთ უცნობი კოშკი, რომლის გარშემო ჯინჭრის გაუვალი ველებია

ეს ნასოფლარი საკმაოდ მისტიკურია, ვიღაცა იქ ერთ ნაკვეთზე ამუშავებს მიწას, მარა საიდან მოდის ჩემთვის დღემდე გაურკვეველია

შატილში უფრო იოლად ჩავა ადამიანი ვიდრე იმ ნასოფლარში.


* * *
საკუთხისთან ჩვენ გადავკვეთეთ რამდენიმე მდინარე და ავედით ისევ მთაზე, სადაც უნდა ყოფილიყო თავკავთას ციხე, რომელშიც ვაპირებდით ღამის გათევებას. საღამოს თითქმის მივადექით თავქავთას და აღმოვაჩინეთ რომ ციხემდე 30 მეტრიანი გადასავრდნია და იმ სიბნელეში არ ღირდა გარისკვა. მოგვიწია დაბანაკება უღრან ტყეში, სადაც ვიპოვეთ დიდი რკინის კიბე, ნეტა ვინ მოიტანა, ან რისთვის?!

დილით გავეშურეთ თავქავთას ციხისკენ, მაგრამ რამდენიმე ცდის მიუხედავათ მაინც ვერ ვუახლოვდებოდით ვერანაირად, რადგან ყველა მხრიდან კატასტროფა სიღრმის ხევები იყო, უკვე აღარ ვიცოდით რა გვექნა, არადა ციხეს ვხედავდით მეზობელ გორაკიდან, მარა ვერ ვუახლოვდებოდით. ბოლოს ჩავყევით ერთ ბილიკს სადაც ვიპოვეთ კიბე და ამ კიბით გადავედით სხვა ბილიკზე, რომელიც მიგვიყვანა ციხის კომპლექში. ციხე საკმაოდ მასშტაბურია, მაგრამ ნაკლებად ცნობილია ფართო მასებისთვის.










* * *






* * *
თავქავთას ციხიდან ბილიკი ჩადიოდა მდინარე კავთურას კანიონში, რომელზეც გადებული იყო ხიდი.

ამ ხიდის მერე ბილიკი ჩავიდა მდინარის კალაპოტში


კანიონიდან ამოვედით სადრაც ნასოფლარ პარატისთან ახლოს. ამ სოფლისგან თითქმის არაფერია დარჩენილი.



პარატისის მერე გავედით ქვათახევის მონასტრის გზას, საიდანაც დავბრუნდით წინარეხში. იქაც ვნახეთ ერთი ეკლესია და დავბრუნდით თბილისში.



This post has been edited by Fabian on 28 May 2012, 10:41