Silviaმე ვარ ნამყოფი საფრანგეთის ალპებში, სენ სორლენ დ'არვში, სავუაში. ძალიან კარგია, პატარა სოფელია, ძალიან ლამაზი და უმაგრესი ტრასები, სოფლიდან სოფელში გადადიხარ, მოკლედ გადასარევია, მაგრამ ძალიან ძვირი. მე დამპატიჟეს და ზუსტად ვერ გეტყვი ფასს, მაგრამ ვიცი, რომ ძვირია. კიდე ვიყავი ესპანეთში, სიერა ნევადაში. ნუ კარგია, მაგრამ ესპანეთის კვალობაზე. რაღაც სუპერმარკეტი კურორტია

გრენადადან ნახევარი საათი, 40 წუთია მანქანით. იქაც საშინელი სიძვირეა. 40 ევრო დღე კანატკა, თხილამურების ქირაობა სადღაც 20-25 ევრო... ჩემი გამოცდილებიდან საფრანგეთს უფრო გირჩევ, თუ მარტო სასრიალოდ მიდიხარ.