ძალიან მეტკინა გული ასეთი ადამიანის ასე ნაადრევად გარდაცვალების გამო. ვისაც წაგიკითხავთ ფსალმუნი ან ეხლა გინდათ, წავუკითხოთ ჩვენ-ჩვენ სახლებში ერეკლეს, 40-მდე. დაახლოებით 15 თებერვალს იქნება ორმოცი.
მსურველებმა მომწერეთ და შევადგენ სიას : )
არხოტში მყოფ ბარისახოელ ერეკლე ჭინჭარაულს ამღასთან ახლოს ყინულზე ფეხი მოუცურდა და მდინარე ასაში ჩავარდა. ის, მასპინძელ პაატა წიკლაურთან ერთად 2 იანვარს დილას ადრე ამღიდან მესაზღვრეებისკენ მიდიოდა ახალი წლის მისალოცად. საზღვარი ამღიდან 9 კილომეტრშია.
დეტალების დაზუსტება რთულია, რადგან ერთადერთ მოწმეს ასევე უტელეფონობის გამო არხოტში ვერ ვუკავშირდებით. თბილისსა და ბარისახოში მყოფებმა კი ეს ამბავი ასევე გადმოცემით იციან.
როგორც ჩანს, დასველებულმა ერეკლემ მოძრაობა ვეღარ შეძლო. მარტო პაატაც ვერ დაეხმარა მეგობარს. სანამ ის მესაზღვრეებთან ჩავიდა, სანამ საზღვრიდან სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ, სანამ ვერტმფრენი ექიმებით არხოტში ჩაფრინდა, 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული გარდაიცვალა.
არხოტში 26 წლის მამაკაცი გაიყინა This post has been edited by show-girl on 4 Jan 2014, 15:21
მიმაგრებული სურათი