ინფორმაცია თანამდებობის პირთა ხელფასებზე და პრემიებზე შესაძლოა დაიხუროს
„ნეტგაზეთის“ ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც საჯარო მოხელის ხელფასის, პრემიისა და სხვა პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაციის დახურვას ითვალისწინებს.
კანონპროექტი, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან 44-ე მუხლის ამოღებას გულისხმობს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
დღეს ნებისმიერ პირს შეუძლია თანამდებობის პირის შესახებ მოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, იქნება ეს ხელფასი, პრემია, სამივლინებო ხარჯები თუ სხვა რამ. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო უწყებამ მოქალაქეს უარი უთხრა ამ ინფორმაციის მიცემაზე, პირს უფლება აქვს, პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იურისტმა თამარ კორძაიამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივით დაკანონდება აქამდე არსებული უკანონო პრაქტიკა, როცა თანამდებობის პირთა ხელფასისა და პრემიების შესახებ მოთხოვილ ინფორმაციას საჯარო უწყება ხშირად არ გასცემდა.
http://commersant.ge/?id=8926