როგორ დავფრინავთ პარაპლანით?
რაკი ამ სერვისის სახეობას შეგვეძლია დავარქვათ/ვუწუდოთ “ექსკლიზიური” რადგანაც საქართველოში ეს სერვისი ერთადერთია , მაშასადამე ხალხს უჩნდება ბევრი კითხვა, დაწყებული ჩვეულებრივი და ბანალურ კითხვებისაგან, რა არის პარაპლანი და საერთოდ როგორ დაფრინავს იგი, დამთავრებული საინტერესო კითხვებით. ამ პოსტში ვეცდები გავცე პასუხი ყველაზე ხშირ შეკითხვებს ჩვენი ერთ-ერთი საფრენი დღის მაგალითზე. თუ გაგიჩნდებათ სპეციფიკური კითხვები მომწერეთ აქ კომენტარებში, ან და პოსტის ბოლოს დავწერ ჩემ საკონტაქტო იმფორმაციას.
კარგი, დავიწყესავით… (:
უმეტესად ჩვენ დავფრინავთ weekend-ზე, შაბათს ან კვირას 12:00-დან 18:00-მდე, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც გამოცხადებულია დასვენების დღეები.
თითქმის ყოველთვის ჩვენი კლუბის პილოტები და დაინტერესებული პირები ვიკრიბებით 51-ე სკოლასის წინ მდებარე სკვერში, ფილარმონიის მოპირდაპირე მხარეს.
იმის შემდეგ რაც ყველა შეიკრიბება, პილოტითურთ და დაინტერესებული პირითურთ, ჩვენ მივიმგზავრებით საფრენ ადგილზე. ზამთარში ჩვენ დავფრინავთ გუდაურში, მაგრამ რადგანაც მოგაზაფხულდა და თბილისში გამოვიდა სასიამოვნო ამინდი, ჩვენ დავფრინავთ ან თბილისის ზღვის მიმდინერე ტერიტორიაზე, პატარა ლილოს დასახლების თავზე, ან რუსთავში, იალღუჯის ქედზე.
იმისთვის რომ ახვიდეთ საფრენ ადგილზე, საჭიროა ჯიპის ტიპის მანქანა ცუდი გზების გამო, თუმცა თუ თქვენ კარგი მძღოლი ხართ, მაშინ გოლფითაც შესაძლებელია ასვლა. სასურველია რომ თქვენ იქონიოთ საკუთარი გადაადგილების საშვალება, რადგან ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს თავისუფალი ადგილი. იმის შემდეგ როგორც ავალთ სტარტის ადგილას, ჩვენ ვემზადებით გასაფრენად. ვინც დაფრინავს მარტო, შლის ერთ ადგილიან პარაპლანს, ვინც დაფრინავს დაინტერესებულ პირთან, ის შლის ტანდემ ფრთას. რა თქმა უნდა ამინდი ყოველთვის არ არის ხელსაყრელი და ყოველთვის არ არის ისეთი, როგორიც გინდა, ხანდახან მაგარი ქარი უბერავს, წვიმა მოდის, ნისლია და სხვა და სხვა უბედურება. ამ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით ამინდის გამოსვლას. თუ ამინდმა მოკლე დროში გამოიდარა, მაშინ ვიწყებთ ფრენას, თუ ამინდი მაინც აგრძელებს თავისას, ვიკეცებით და ვიშლებით სახლებში.
ბევრს აწუხბს კითხვა, არის თუ არა ამ სპორტის, სერვისის ან სიამოვნების სახეობა უსაფრთხო. ჩვენს მხრიდან, კლუბის ტანდემ და სოლო პილოტები ვცდილობთ დავიცვათ ყველა შესაძლო უსაფრთხოების ნორმები. დავიხუროთ ჩაფხუტები, გავიდეთ სტაბილურ ამინდში, დავიცვათ ჰაერში მოძრაობის წესები, ახლოს არ დავფრინავთ დასახლებულ პუნქთან და მაღალი ძაბვის მართულებთან, მაგრამ არსებობს გამონაკლისი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი სიმაღლე ამ დაბრკოლებების გადასაფრენად.
რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ნაწილს, ფრენას, რის გამოც დავწერე ეს პოსტი. სტაბილური ამინდის შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ ფრენას. სოლო პილოტები დაფრინავენ თავისთვის, ხოლო ტანდემ პილოტები იწყებენ ფრენას კლიენტების გასაფრენად. ასევე მეორე ყველაზე ხშირი კითხვა. რა ხანგრძლივობისაა ფრენა. უმეტესად ფრენის განგრძლივობა დამოკიდებულია საფრენ ამინდზე. თუ ამინდი “მკვდარია” ანუ არ არის საკმარისი ქარის ნაკადი ან თერმიკი ფრენის განსახორციებლად, მაშინ ფრენა არც თუ ისეთი საინტერესოა და გრძელდება საშვალოდ 2 წუთი, მაგრამ თუ ამინდი ხელსაყრელია , მაშინ ფრენა ტანდემში და სოლო შეიძება გაგრძელდეს ერთ საათამდე და მეტიც კი ! (ჩემი პირადი რეკორდია 53 წუთი, ერთი ფრენის შემთხვევაში, ხოლო რამდენიმე ფრენის დღიური ჟამი საათ ნახევარზე მეტი)
ფრენის სიმაღლე ტანდემში საშვალოდ შეადგენს 80 მეტრს, ხოლო სოლო ფრენის შემთვევაში 100 მეტრს. ხო, კიდევ ბევრს აინტერესებს ფინანსური მხარე. გუდაურში ფრენა ჯდება 60 ლარი, ერთი გადმოფრენა კუდებიდან – მეორე საბაგიროს დასაწყისამდე, ხოლო თბილისის ზღვაზე და რუსთავში 2 გადმოფრენა ჯდება 50 ლარი.
იმის შემდეგ რაც ყველამ იფრინა, სოლო პილოტითურთ და დაინტერესებულ პირითურთ, საღამოსკენ ჩვენ ვკეცავთ პარაპლანებს და მივიმგზავრებით სახლისკენ.
ეს არის მოკლე მონახაზი იმაზე, თუ როგორ დავფრინავთ პარაპლანით.
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, შეგეძლიათ მომწეროთ ჩემ facebook-ის გვერდზე
http://www.facebook.com/alex.iskandarov ან მოგვწეროთ
ჩვენი კლუბის გვერდებზე, რომლებზეც ან მე, ან ჩემი მეგობრები გიპასუხებთ თქვენ კითხვებზე =)
http://www.facebook.com/GeorgianParaglidingFederationhttp://www.facebook.com/paragliding.gehttp://www.facebook.com/Talakhadzeესეც რამოდენიმე მაგარი ვიდეო
წყარო:
http://iskandarov.wordpress.com/2012/04/18...
.:₮õℊℰ₮ℏℰℛ .::. ₩ℰ .::. Åℛℰ .::. ℒℰšş .::. Åℓõηℰ:.