თანამედროვე ქართული ფეხბურთის მეთქი დავწერე მაგრამ,გულში ვფიქრობ რო მსოფლიო ფეხბურთისაც...არ დავწერე ეგრე იმიტომ რომ ჯერ ადრეა

ალბათ...პრინციპში უკვე 29 წლის არიო იტყვით,რაღა დროის მაგის პროგრესირებააო მაგრამ არა!ერთერთი ის დადებითი თვისება რაც მე ამ კაცში მიზიდავს არის მისი ხასიათი.დაუზოგავი შრომის ხარჯზე მან ძალიან ბევრს მიაღწია და ალბათ დამეთანხმებით რომ ალანიიდან-ფრაიბურგამდე,ფრაიბურგიდან-შალკემდე კობი უფრო და უფრო დაიხვეწა.ჩემ დამოკიდებულებას ამ ფეხბურთელისადმი შემდგომში განვავრცობ

ახლა კი ცოტაოდენი ინფორმაცია მასზე:
ლევან კობიაშვილი დაიბადა 1977 წლის 10 ივლისს ქალაქ თბილისში.
სიმაღლე: 183სმ, წონა: 77კგ
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
სათამაშო პოზიცია:ნახევარმცველი.
ეროვნულ ნაკრებში:63 თამაშში 5 გოლი;
ბუნდესლიგაში:214 თამაში(122 "ფრაიბურგის რიგებში,93-"შალკეს" შემადგენლობაში).
ბუნდესლიგაში გატანილი გოლები:24(4 "შალკეს"შემადგენლობაში)
ევროთასებზე ჩატარებული აქვს:34 მატჩი(24 "შალკეს"რიგებში);
გატანილი აქვს 4 გოლი;
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 1996; საქართველოს თასი – 1996; საქართველოს სუპერთასი – 1996; გერმანიის ლიგის თასი – 2005; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი – 2000, 2005 (გაზეთი ”სარბიელი”)
ლევანი ექვსი წლის ასაკიდან დაკავებულია ფეხბურთით.სწორედ ამ ასაკში შეიყვანეს მშობლებმა სპორტ-სკოლა "ავაზაში",სადაც იგი თამაშობდა 1983-1994 წლამდე.სწორედ 1994 წელს შეამჩნიეს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელებმა რის შედეგადაც,კობიაშვილი ჩაირიცხა რუსთავის გორდას რიგებში.დიდი ხანი არ მოუწია კობის რუსთავში გაჩერება.1995 წელს დათო ყიფიანმა-ბევრი ქართველი ფეხბურთელის "ნათლიმამამ",როგორც მას უწოდებენ შეამჩნია ნიჭიერი ახალგაზრდა და თბილისის "დინამოში" აიყვანა.ეს ის პერიოდი იყო,როდესაც დინამო ცდილობდა დიდი შედეგებისთვის მიეღწია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს(პირობებს ვგულისხმობ)შეიძლება ითქვას ამისგან რაღაც გამოვიდა.თბილისელთა გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა და პირველობას არავის უთმობდა.ამავე დროს,ევროპულ ტურნირებში ასპარეზობის დროს "დინამოს" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოექცა უცხოელთა დაინტერესების არეალში.გუნდის ლიდერები-არველაძე,ქინქლაძე,იაშვილი და სხვები გაემგზავრნენ სხვადასხვა ევროპულ კლუბებში...ცოტა ხნის შემდეგ ზუსტად კი 1997 წელს კობიაშვილის გადაბირების სურვილი გამოთქვა ვლადივოსტოკურმა "ალანიამ" და ეს ტრანსფერიც შედგა.1998 წელს ლევანი გადადის "ფრაიბურგში" სადაც,მანდ დაყო 5 წელი და უნდა ითქვას რომ ეს დრო იგი საუკეთესო იყო თავის რიგებში.გადაჭარბებაში არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი რომ მან ამ დროის მანძილზე ბევრი გულშემატკივარი შეიძინა.2003 წელს კობიმ საბოლოო უარი განაცხადა ფრაიბურგთან კონტრაქტის გაგრძელებაზე და იგი თავისუფალი აგენტი გახდა.სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი,რომ უფრო ამან მიიზიდა გელზენკირხენული "შალკეს" მესვეურები(ანუ ისინი კობიაშვილს უფასოდ მიიღებდნენ)ვიდრე თვით ლევანის ტალანტმა.დასაწყისი მართლაც არ იყო ისეთი,როგორიც ფილმებშია ხოლმე-ლევანს არ ენდობოდნენ ისე,როგორც მას სურდა.უფრო ხშირად დუბლებში უწევდა თამაში და სწორედ იქ შესანიშნავად ასპარეზობის ხარჯზე მოიპოვა მწვრთნელის ნდობა და კობიც ძირითადში გამოჩნდა.თამაშიდან-თამაშამდე კობიაშვილი სულ უფრო საიმედო იყო და დღეს იგი შალკეს შეუცვლელი ნახევარმცველია.ამ დროში გამოვლინდა მისი მრავალი ღირსება,თუნდაც ლიდერობის საკუთარ თავზე აღება-ეს შეიძლება ბევრს გაუკვირდეს მისი წყნარი ხასიათიდან გამომდინარე მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება.
მისი პროგრესულობა ვახსენე და კვლავაც დავადასტურებ რომ ეს ასეა.მის აქტივში ჩაიწერა ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ჰეთ-თრიკი რომელიც მან პ.ს.ვ ეინდჰოვენის წინააღმდეგ მატჩში შეასრულა(ამით იგი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა,ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში სამი გოლი გაეტანოს).მოკლედ ამ "ბიოგრაფიის" ბოლოს იმედს გამოვთქვამ რომ ლევან კობიაშვილი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს მისი გამოსვლით როგორც საკლუბო ასპარეზზე,ისე ეროვნულ ნაკრებშში თამაშით.
ავტორი:
iraklA P.S: სტატისტიკურ ინფრორმაციაში შეიძლება იყოს გარკვეული ცდომილება

ასერომ ბოდიშს გიხდით...და კიდევ

ჟურნალისტი არ ვარ და ნუ გამაკრიტიკებთ გთხოვთ
This post has been edited by iraklA on 23 Aug 2006, 05:03
მიმაგრებული სურათი
Дым,веселящий душу . . .
-------------------------