კომპიუტერი ყველა სოფელს, ცოდნისთვის თუ კონტროლისთვის? ///////////////////////////////////
რას ემსახურება „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ და რატომ გახდა მისი შექმნის პროცესში განათლების სამინისტროს ნაცვლად იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობა, ამის გასარკვევად opinion.ge იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს ანდრო გიგაურს ესაუბრა.
/////////////////////////////////
- თუ ეს საგანმანათლებლო პროექტია, რატომ ახორციელებს ამას იუსტიციის სამინისიტრო და არა განათლების სამინისტრო?- განათლების სამინისტრო და ბატონი დიმიტრი შაშკინი, არის ამ საზოგადოების ისეთივე დამფუძნებელი, როგორც იუსტიციის სამინისტრო. ვფიქრობთ, რომ ეს საზოგადოება ყველასია, ვინც ამ პროექტს უერთდება. ამიტომ ის საქმიანობა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ეწევა, საერთო ჯამში გვაძლევს იმას, რომ შეიკვრება ერთი მთლიანი მოძრაობა, სადაც ყველა თანაბარუფლებიანი ვიქნებით. რაც უფრო მეტის გაკეთება შეეძლება თითოეულ უწყებას, ბიზნესმენს, მით უფრო წარმატებული იქნება ეს საზოგადოება.
- ხომ არ გამოიყენებს ამას ხელისუფლება ინტერენტ კონტროლისთვის?- ინტერნეტი გავრცელებული ახლაც არის. ინტერნეტ კონტროლის პრობლემა ახლა არ არსებობს, არ გამიგია. ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ რაღაც ამ მიმართულებით შეიცვალოს. რადგან ინტერნეტი არის ინფორმაციის გაცვლის თავისუფალი საშუალება. კონტროლი ნამდვილად იქნება, თანაც მკაცრი, იმაზე რომ დაიბლოკება აზარტული თამაშები. მხოლოდ skype-ის და facebook–ის გამოყენებას შეძლებენ ცენტრში მისული ადამიანები.
- ცენტრში skype-ის გამოყენება რატომ და რისთვის არის საჭირო?- skype-ის გამოყენება იქნება დაშვებული იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს თავისი ოჯახის წევრები უცხოეთში ჰყავს და მათთან დაკავშირებას შეძლებენ. facebook–ის საშუალებით კი კონკრეტული პოზიტიური ბიზნესების გაკეთებას შეძლებენ. ჩვენთვის მთავარია ამ ადამიანებმა გამოიყენონ ინტერნეტი სწორად, სხვა მიზანი ჩვენ არ გვაქვს. 300 სოფელი არის პირველი ნაბიჯი ამ მოდელის გამოსაცდელად. ყოველთვის იქნება რაღაცის კორექტირება საჭირო. ჩვენ გამოვიყენებთ იმ კონტროლის მექანიზმებს, რასაც წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყენებდა.
- რა მექანიზმებზე საუბრობთ კონკეტულად?- ეს არის კონკრეტული ინსტრუქციები, რომელიც მაშინაც არსებობდა. ეს იყო კარგად დაგეგმილი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა შეხვედრები განათლებულ ადამიანებთან. მათ კარგად იცოდნენ ის რისკები, რაც დაკავშირებულია ფულის ხარჯვასა და ხარისხის უზრუნველყოფასთან.
ჩვენც გვეყოლება კონკრეტული ჯგუფი, რომლის მოვალეობაც იქნება ადგილზე ვიზიტები და შემოწმება იმისა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს პროგრამა. გვინდა, რომ ჩვენმა თაობამ ის ეროვნული გზა გავაგრძელოთ, რაც ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა და სხვებმა დაიწყეს. ჩვენი სურვილია მათი ანდერძის აღსრულება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
http://opinion.ge/?p=12999 This post has been edited by re_vera on 17 May 2012, 18:41
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?