#31229254 · 18 May 2012, 03:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და არა მხოლოდ მათთვის... ამ საქმის ე.წ. დონჟუან თანამდებობიანი მეტრებისთვისაც საინტერესო იქნება ფორუმის გამოცდილება ამ უაქტუალურეს კაცურ საკითხზედ...
ნუ აი, მაგალითად, გაგეჩითათ სანდრაბუსში ან მეტროს ვაგონში, ანდაც შუა ქუჩა-პროსპექტზე კაი გოგო და თანაც უსაქმურობისგან ან სხვა რამისგან ძაან ხართ გაცნობის ხასიათზე, ჰოდა რას შვრებით ან რას იზამდით ასეთ დროს? ნუ ასიდან 99 არც და ვერც არაფერს, მარა ის დარჩენილი ერთი რას შვება ხოლმე ამ დროს, ისაა საინტერესო... არის ამ ფორუმზე ნეტა ვინმე რამე ხეირიანის მაქნისი ასეთ სიტუაციაში?
ჰოდა მოკლედ, ასეც ვთქვათ, ცხოვრებაში თქვენ თუ ეცნობოდით ვინმეს ან ვინმეებს და თქვენ თუ გეცნობოდნენ, ან გინამიოკებდნენ ამაზე ვერბალურად ანდაც შინაგანი ხმის მომატყებელი საამო კარნახით? მოყევით რამე სახალისო ანდაც ტრაგიკომედიური ჰისთორიები... 
პ.ს. თემა არ ეხება მაყვალების გაცნობას, ეს დიდი არაფერია, უყიდე მოწონებულ მაყვალაანთ გოგოს ერთი მაროჟნი, მიართვი ღიმილით და სიტყვებით, უბრალოდ მომეწონეთ და მინდა ეს მოწონება ამით მაინც გამოვხატოო და მორჩა, ამ ცხოვრებაში უკვე ის ან თქვენია, ან მაყვალივით თვალის დახამხამებაში სპრინტერივით გაგექცევათ სექსუალურად მოწადინებულ თვალსა და ხელს შუა...
--------------------
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|