სექსოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ თითქმის 50% ყოფილი პარტნიორებისა დაშორების შემდეგ ინარჩუნებენ სექსუალურ ურთიერთობას. მამაკაცებისთვის ეს უბრალო თავშესაქცევია. მაშინ, როდესაც ბევრი ქალისთვის სექსი ყოფილ პარტნიორთან იქცევა უსარგებლო თავსატეხად და ახალ უბედურებად. მაგრამ ეს არ აბრკოლებთ მათ.
<img src="http://s1.ipicture.ru/uploads/20140424/m0QWwI58.jpg" border="0">
ყოველი გოგონა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვეულებრივზე ერთი ჭიქით მეტი ღვინის დალევის შემდეგ ხვდება თავის ყოფილს ან სწერს მას ცრემლიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. ეს ხომ მამაკაცის პროვოცირებაა. ქალი აჩვენებს თავის ყოფილ მამაკაცს, რომ მოწყენილია და ელოდება მასთან შეხვედრას. იშვიათად, რომ რომელიმე მამაკაცმა არ გამოიყენოს ეს მდგომარეობა, განსაკუთრებით, რათა დაამტკიცოს, რომ ის კვლავ ფორმაშია. ამრიგად თქვენ თქვენით მოუხმეთ მას იმის მიუხედავად, გამოჩნდით, სადმე მიაგენით თუ შემთხვევით შეხვდით.
მაგრამ არ არის აუცილებელი, სასიყვარული ღამის შემდეგ გაგიჟდეს თქვენზე და თითები დაიკვნიტოს სინანულისგან, თუ რატომ დაგშორდათ. პოზიტიურ მომენტებზე გაამახვილეთ ყურადღება. რატომ წევხართ თქვენს ყოფილთან ჯერ კიდევ?
1. ფიზიკური სიამოვნების მიღება
ეს საკმაოდ ხელშესახები არგუმენტია. დიახ, შესაძლებელია, ვნებიანი ღამის შემდეგ თქვენ კვლავ ჩავარდეთ დეპრესიაში, კიდევ უფრო მძიმე დეპრესიაშიც, ვიდრე მანამდე იყავით და კიდევ უფრო ძლიერ მოგეძალებათ მოწყენილობა და სურვილი, რომ ეს კვლავ გამეორდეს. მაგრამ განა სასიამოვნო არ იყო რომ მასთან იყავით? რა თქმა უნდა, იყო. თქვენ მიირეთ ემოციები, ვნება და ახლოს ყოფნის სიამოვნება. ხოდა სწორედ ამაზე ფოკუსირდით.
2. მორალური კმაყოფილების მიღება
შეაცდინოთ ადამიანი, ვინც აღგაფრთოვანებდათ. თუმცაღა, ამ მდგომარეობაში თქვენ არ დაგიკარგავთ ღირსების შეგრძნება. არ უყურებთ თქვენს ყოფილ ნეგობარს ისე, თითქოს აღმერთებთ მას, არც იმედით სავსე თვალებიტ და არც ვედრებით. თავისუფლად იქცევით, მაგრამ არა ვულგარულად, აქტიურად და არა შებოჭილად, სიამოვნებას იღებთ მაგრამ მსხვერპლს არ სწირავთ მას.
3. რევანში
რევანში შესაძლებელია, მიმართული იყოს არა უშუალოდ მამაკაცის, არამედ იმ ქალის მიმართ, ვისთანაც მას ამჟამად სძინავს. გაანადგურეთ იგი, არ დაუშვათ, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელი იყოს. მართლად რამდენად სანუგეშოა იმაზე ფიქრი, რომ ის ქალი გაიგებს თქვენი შეხვედრების შესახებ, იპოვის თქვენს შემთხვევით დარჩენილ აქსესუარს მის საწოლთან და აიძულებს მას, რომ ათას კითხვაზე გასცეს პასუხი.
4. ძლიერი სურვილი, რომ საამტკიცოთ, რომ საუკეთესო ხართ

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ის, განსაკუთრებით, თუ ის ფიქრობდა, რომ ლოგინში მოუხერხებელი ხართ. ამ შემთხვევაში ყველა სტანდარტული ხერხი უნდა გამოიყენოტ მამაკაცის საცდუნებლად. ეს შეიძლება, იყოს სექსი იმ ადგილას, სადაც თქვენ პირველად შეხვდით ერთმანეთს. ზოგადად ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი განვახორციელოთ, რაც შეუძლებლად მიგვაჩნდა. და ამის შემდეგ დავტოვოთ იგი მარტო საკუთარ თავთან, დავტოვოთ, რათა იდაყვები დაიკბინოს იმაზე ფიქრით, რომ თქვენ დაგკარგათ.
5. ორთქლის გამოშვება
თქვენ უბრალოდ გსურთ სექსი და არ გყავთ საჭირო პარტნიორი. უფრო სწორად კი თქვენი ყოფილი მეგობარია თქვენთან ახლოს. ცოდვა იქნება, რომ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენოთ და არ ჩართოთ იგი ამ ინტიმში. თუმცა მნიშვნელოვანია, ამ დროს აუხსნათ ახალგაზრდა მამაკაცს, რომ მისგან მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებას ელით. არ მისცეთ საფუძველი, იფიქროს, რომ გადაწყვეტილი გაქვთ ურთიერთობის განახლება ან სიყვარულის გაღვივება. მასთან იყავით გულწრფელი. და ვიდრე ნებისმიერი სხვა მამაკაცი შეეცდება ამას, თქვენი ყოფილი უკეთესად გააკეთებს, ვინაიდან ის კარგად გიცნობთ და შეუძლია უზარმაზარი სიამოვნება მოგანიჭოთ.
ასე რომ, თუ თქვენ იუკვე აღმოჩნდით თქვენს ყოფილ მამაკაცთან საწოლში, ნუ უსაყვედურებთ საკუთარ თავს ტყუილუბრალოდ. მაგრამ ნურც ილუზიები შეგიპყრობთ. გახსოვდეთ, რომ წარსული წარსულში უნდა დარჩეს.
წყარო
http://good-kovka.com/women/five-reasons-to-seduce-your This post has been edited by ketevanize on 24 Apr 2014, 01:02