#31254064 · 19 May 2012, 19:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ ვინმემ იცით გთხოვთ დამეხმაროთ - მაქვს თუ არა უფლება მოვთხოვო საავადმყოფოს მკურნალობის კალკულაცია თავისი ანგარიშფაკტურით?!
ეს კალკულაცია არამიანცის ბუღალტერმა გადაუგზავნა სადაზღვევო კომპანიას და მიიღო ოპერაციის და მედიკამენტების ანაზღაურება მათგან სულ 12,000 ლარის ოდენობით. ამაში დიდი ეჭვი მაქვს შედის 500 ლარის მედიკამენტების ანაზღაურებაც, რომელიც მე შევიძინე საკუთარი ხარჯებით, ამ მედიკამენტების ჩეკები მომთხოვა თავის დროზე არამიანცმა იმისთვის რომ კალკულაციაში შეეტანათ და გადაეგზავნათ სადაზღვეოსთვის. ანაზღაურებული ფულიდან მედიკამენტების ფული ჩემთვის უნდა დაებრუნებინათ.
თუმცა როდესაც სადაზღვეომ მათ ეს ფული აუნაზღაურა და მე მივედი რათა მომეთხოვა ეს თანხა, მითხრეს ოპერაციის და სხვა საავადმყოფოს ხარჯებმა გადაფარა სადაზღვეოს ლიმიტი (ანუ 12,000 ლარი) და ეს ხუთასი ლარი ვერ ჩაეტია ამაში, ამიტომ ვერ მოგცემთ ფულსო. მოვითხოვე მოეცათ კალკულაცია და ჯერ უარი მითხრეს, მერე სადაზღვეომ მითხრა უფლება არააქვთ უარი გითხრანო, გადავურეკე და ამჯერად დამთანხმდნენ, კალკულაციას მოგცემთ ოღონდ ანგარიშფაკტურის გარეშეო. ანუ ანგარიშფაკტურა თუ არ მომცეს ისე რასაც უნდა ჩაწერენ და მაინც ვერ გავიგებ რაში აიღეს ეს ფული.
მაინტერესებს ამის შესახებ რამე კანონი თუა, მეკუთვნის თუ არა რომ საავადმყოფომ მომცეს ეს საბუთები, რაში და რამდენი აიღეს სადაზღვეოსგან რომ გავარკვიო.
წინასწარ დიდი მადლობა
--------------------
LuckyMan 4ever!!!
|