რიგი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდა
რიგი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდა. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. ახალი რეგულაციის მიხედვით, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობი, ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი იქნება.
აღნიშნული ქმედებები კი არის საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარესანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რამაც საგზაო მოძრაობა შეაფერხა.
ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რომლის დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი; მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა, ამკრძალავი ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-gaormagda.htmlშარშანწინ ხო ისედაც გააორმაგეს და წელსაც კიდე გაორმაქება. რას აკეთებენ ეს შობელ ძაღლები! რაამბავია ამდენი ჯარიმა!
როგორ შეიძლება, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ნახევრის ოდენობის იყოს ჯარიმის მოცულობა, მართლა შიგ აქვთ ამათ!