2012 წლის 20 მაისს 02 საათსა და 30 წუთზე ქ. ხობში პატრულირებისას ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა ქარდავა მის მართის ქვეშ მყოფი „ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042 შეჯახებული იყო იქვე რკინიგზის გადასასვლელზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული თავად მამუკა ქარდავას, დაზიანებული იყო მისი ავტომობილიც.რადგან ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, ინსპექტორ გამომძიებელმა აღნიშნულის შესახებ 02 საათსა და 37 წუთზე შეატყობინა ხობის რაიონულ სამმართველოს. (აღნიშნული შეტყობინება საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას საქართველოს ს.ს.კ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით). რადგან ადგილი ჰქონდა მძღოლის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, მამუკა ქარდავას განემარტა, რომ მოხდებოდა ალკოჰოლური თრობის დადგენის მიზნით ალკოტესტით შემოწმება და მ.ქარდავა შემოწმებულ იქნა ალკოტესტით-NST-E 05139, რომელმაც დაადასტურა ალკოჰოლის მიღება. დამატებითი ანალიზებისათვის მასალები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. რადგან მამუკა ქარდავას აწუხებდა ტკივილები, ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის მიერაც მამუკა ქარდავა გადაყვანილ იქნა ხობის რაიცენტრალურ საავადმყოფოში სადაც გაეწია პირველადი დახმარება და გაწერილ იქნა საცხოვრებელ სახლში. ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას, ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია. ცემის შესახებ მას არაფერი უთქვამს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ფორმალური დაკითხვა იმ ეტაპზე არ მომხდარა.
20 მაისს, შუადღისას, მამუკა ქარდავამ გააკეთა განცხადება, რომ მას მანქანაში ჩაუჯდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა. ამ განცხადების შემდეგ, პოლიციამ ქარდავას უწყება გაუგზავნა და მისი დაკითხვა მოითხოვა. ქარდავა ამ ეტაპამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით დაკითხვაზ ეუარს აცხადებს. პოლიცია კონსულტაციას გადის მის მკურნალ ექიმებთან და ექიმების თანხმობის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ მოახდენს მის დაკითხვას. საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ფოტო
http://www.facebook.com/photo.php?fbid=241...&type=1&theaterამ კაცის ვიდო სად არის მოიტათ დავდო ეგაც
This post has been edited by sexi-bicola on 21 May 2012, 17:48
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █