#31306707 · 23 May 2012, 02:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვენთვის რამდენად მისაღები იქნება?
ბევრი ვისაუბრეთ ბიძინას ბიზნესებზე რუსეთში და ამავე დროს ალბათ ილუზია არავის არ გვაქვს რომ ბიძინას დონის (სიდიდის) ბიზნესი ვერ იარსებებს რუსეთში უშუალოდ პუტინის მხარადაჭერის გარეშე (ნუ ვისაც ეგ ილუზია გაქვთ დაიტოვეთ).
რაზე ვსაუბრობ ეხლა : მე პირადად მიმაჩნია რომ ბიძინას საკმაოდ დიდი ხანია ამზადებდნენ ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად ,უნდოდა ეს თუ არა იმისდამიუხედავად ,ქონდა დიდი ბიზნესი და რუსეთში ეგ რო ეგრე მარტივად არ ხდება ყველამ ვიცით "უსლუგა ზა უსლუგუ" ქვია მაგას.რუსეთმა საქართველოში ყველა კოზირი გამოცადა დაწყებული ენერგობლოკადიდან დამთავრებული უსუსური ოპოზიციის მოსყიდვით(ომზე შეგნებულად არ ვამახვილებ ყურადღებას) .ბიძინა ამ შემთხევაში მეორე ჯოკერის როლს თამაშობდა ყველაფერი თუ კრახით დამთავრდა მერე გამოვიყვანთ და მართლაც ამდენი წარუმატებლობის შემდეგ პუტინის დაბადების დღეზე გამოჩნდა ბიძინა,რაღაც უნაური დამთხევაა არა?ვერ ამოვიგდე თავიდან ვერაფრით. შემდეგ პროცესებს ჩემზე არანაკლებად კარგად იცნობთ,მტკნარი განცხადებები,მუმიების შემოკრება და მრავალი სხვა სიკეთე რომელიც პუტინისეურ რუსეთს ახასიათებს. ვეცდები თემის არსი განვმარტო ამ პატარა პრეისტორიის შემდეგ: მე არ მგონია რომ ამ ადამიანს პოლიტიკა როდესმე აინტერესებდა ან როდესმე დააინტერესებს,ვთვლი რომ ის არის მძევალი თავისი ბიზნესისა რუსეთში, ნუ მსგავსი შეხსენებების შემდეგ (და უფრო რადიკალურისაც) ბიძინამ თქვა რომ გაყიდის თავის ბიზნესებს ,ამ ბოლო პერიოდში ვნახეთ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გაუყიდია კიდევაც,ეხლა ამაზეც შემიძლია ვედავო ბიძინისტებს და არაერთხელ დამიწერია რომ ეს იქნებოდა უბრალოდ "გადაბარება" ბიზნესის იმისთავის რომ მსგავსი მინუსი არ ქონოდა მარა ნუ ამაზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. როგორ წარმოგიდგენიათ ,ბიძინამ "ქეში აიღო" თავისი ბიზნესიდან პუტინის დახმარებით მაგრამ ამავე დროს ხვდება რომ მიშას ვერ დაამარცხებს არადა ეგ დაავალდებულეს,დღევანდელ მის განცხადებას უბრალოდ სხვანაირად ვერ აღვითქვამ ეს არის კაპიტულაცია ,ხოდა ნუ აიღო პუტინი გადააგდო და გაურიგდა მიშას გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ?მე რო მიშა ვიყო აუცილებლად მივცემდი რასაც მოითხოვდა ზომიერების ფარგლებში რასაკვირველია. გამორიცხულია?
--------------------
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ. ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.
|