ჯავახიშვილი აღარაა ცოცხალი,თორემ ხო მასაც შეუსწორებდი

თუმცა 17 თებერ. 1810 წ.
აბხაზეთის მთავარმა სეფერბეი შარვაშიძემაც რუსეთის მფარველობა მიიღო, მაგრამ კარგა ხანს მე-XIX-ე საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდე
აბხაზეთში მაინც რუსებმა ფეხი მტკიცედ ვერ მოიკიდეს და მხოლოდ 1 მაისს 1864 წელს
აბხაზეთი რუსეთთან საბოლოოდ შეერთებული იყო, თვით აბხაზეთის მთავარს-კი მთელის შთამომავლობით მთავრის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა.
აბხაზები უბრძოლველად არ შეჰრიგებიან დამოუკიდებლობის მოსპობას და I866 წელს
აბხაზეთში აჯანყება დაიწყო, რომელიც რუსთა ძლიერ ჯარის მოსვლისთანავე ჩაქრა. მაგრამ 1877 - 8 წ. ომის დროს აბხაზეთში კვლავ აჯანყება მოხდა.
ყველაზე ძლიერსა და მედგარს წინაარმდეგობას რუსეთის გაბატონებას
აბხაზეთში წიბელდა უწევდა. მე-XIX-ე საუკუნის 30 წლებითგან მოყოლებული რუსეთის მთავრობა არა ერთხელ ამ კუთხეში დამსჯელ რაზმებსა გზავნიდა ხოლმე და ბოლოს მკვიდრი მცხოვრებნი იქითგან აყრილ და განდევნილ იქმნენ (Маевскій. Кутаисская губернія. Военно-статистйческое описаніе. ტფილისი, I 96 წ. დამატ. N 1, გვ. . 4).
1884 წ. ატეხილ ამბოხების გამო ამ კუთხის მაღლობი ადგილებითგან, დალითგანაც, რუსებმა ყველა მეკომურნი აჰყარეს (იქვე 6). ხოლო 1867 წლის აბხაზეთის აჯანყების შემდგომ, წიბელდის მოსახლეობის უკანასკნელი ნაწილიც დიდით პატარამდე, დედაბუდიანად აყრილი და ოსმალეთში განდევნილი იყო (იქვე 57). ჯერ კიდევ 1850 წელს აქ 14000 სახლობა ითვლებოდა. 1867 წელს-კი მთელს ამ კუთხეში რუსთა წყალობით 27 ოჯახის მეტი აღარავინ იყო (Иваненко. Гражд. упр. 430). ამ დროითგან მოყოლებული კოდორის და მის შემდინარეების ხეობანი სრულებით გაუკაცრიელდა. ამის შემდგომ რუსეთის მთავრობა მთელს თავის პოლიტიკას შავი ზღვის ნაპირას ადგილობრივ მკვიდრთა, განსაკუთრებით-კი ქართველთა საწინააღმდეგოდ აწარმოებდა. ქართველებს აქ დასახლება და უძრავი ქონების შეძენა აკრძალული ჰქონდათ, რუსებს-კი, განსაკუთრებით მოხელეებსა და სამხედრო პირებს, ჩალის ფასად აძლევდენ ამ სამოთხესავით მშვენიერსა და ბუნებით უხვად დაჯილდოვებულს მხარეს. მხოლოდ რუსეთის მთავრობის პოლიტიკის წყალობით გაჩნდა ქართველების გვერდით სხვა ეროვნების ხალხიც.
რუსეთის მთავრობის ზემოაღწერილი პოლიტიკისა და საახალშენო მოღვაწეობისდა მიუხედავად სამურზაყანო აბხაზეთში და ჯიქეთის სამხრეთის მცირე ზოლში, ანუ სოხუმისა და სოჭის ოლქებში 1916 წ. აღწერისდა თანახმად 141.000 მცხოვრებთა შორის 71.000 ქართველი და 43.000 აბხაზი იყო, 6.000 სომეხი და 21.000 სულ სხვადასხვა ეროვნებისა.
http://www.amsi.ge/istoria/ij/javaxiSvili_s.htmlარაა სახელმწიფო დანაშაული თუ აბხაზეთს იტყვი.
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif