პასპორტის გაცემის ვადები და დაჩქარებული მომსახურების საფასურები:
საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა განცხადების შეტანიდან მე–10 სამუშაო დღეს. მომსახურების საფასური შეადგენს - 100 ლარს. პასპორტის მეათე სამუშაო დღეს გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.
განაცხადის შეტანიდან პასპორტის მე-5 სამუშაო დღეს გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს - 20 ლარს;
განაცხადის შეტანიდან პასპორტის მე-3 სამუშაო დღეს გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს - 50 ლარს;
განაცხადის შეტანიდან პასპორტის 24 საათის გასვლისთანავე გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს - 90 ლარს;
განაცხადის შეტანიდან პასპორტის იმავე დღეს გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს - 105 ლარს.
შენიშვნა:
მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებულ სწრაფის გადახდის პუნქტებში.
შეღავათები
მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით;
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;
18 წლამდე პირები – 50 პროცენტით.
http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3#sap6
შენ ყოველთვის სწორად იქცევი, მაგრამ სხვებს აშვებინებ ბევრ შეცდომებს... (c)
.......
[[.]][[.]]][[.]] ♂ ♀
.........
.....და ღმერთი ღრუბლებშემოვლებულ ტახტზე კი არა,
ეგებ ჩირგვში ზის, და ყველანი სიცილად ვყოფნით.......
........................
♬ ♪♫ ♩