
ბრაცი პრობლემა მაქვს და ძმურად დამეხმარეთ
წინასწარ გიხდით ბოდიშს რომ მანქანები დიდად არ მესმის და რაც მესმის ინგლისურ ენაზე არის და ქართულად ვერ ვხვდები რა რას ნიშნავს
მადლობთმოკლედ ერთი თვის წინ მანქანა ბარდურზე ავაგდე
OFFTOPIC: შკოდა ოქტავიაზე ვარ ტარებას მიჩვეული და ოქტავიას ბარდურზე აგდება კი არა უფსკრულში ჩაჩეხვა არ გააფუჭებდა |
აშკარად მანქანა მანიშნებდა რომ რაღაც მწყობრში არ იყო კერძოდ მანქანის მარჯვენა მხარე დეფორმირებული იყო და უჩვეულო ხმებს უშვებდა, ძმაკაცთან ერთად მივიყვანე პროფილაკტიკაში და ჩამომითვალეს იმ ავტომობილის ნაწილები რომლებიც გამოსაცვლელები იყო მაგრამ სამწუხაროდ არ დამამახსოვრდნენ რადგან არაქართული სახელები წარმოთქვა და ასევე საკმაოდ უჩვეულებივ იყვნენ, ერთი რაც დამამახსოვრდა იყო გიტარა, გულში კი გავიფიქრე ,,გიტარა არა ფორტეპიანო აქვს გამოსაცვლელი და სექსაფონი ჩასაყენებელი" რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრება ხმამაღლა არ გამოვთქვი.
ამ დროისათვის მე ,,საერთაშორისო კონფერენციაზე" ქალაქ გარეთ ვიყავი გასასვლელი რამოდენიმე დღით და მომიწია ავტომობილის ჩემი ძმაკაცისათვის ჩაბარება,
როდესაც თვილისში დავბრუნდი ავტომობილი შეკეთებული დამხვდა, ამის შემდეგ ყურადღება არაფრისათვის მიმიქცევია ერთი იყო რომ საჭეს მარცხნივ მიჰქონდა მანქანა სულ ცოტა მაგრამ ყურადღება ამას არ მივაქციე.
დღეს უბანში ღრმად ინტელექტუალურ თემებზე ვსაუბრობდით , როდესაც ჩემი ამხანაგი მოდის ჩემთან და მეუბნება ,,რასჭირს შენ მანქანას" ვერ მივხვდი და ვკითხე ,,თუ რა სჭირდა ჩემ მანქანასს" მან მითხრა რომ მანქანას ,,რაზვალი" აქვსო
რათქმაუნდა ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა და მხოლოდ როცა მანახა მანქანაზე მერე გავიგე რა სჭირდა მანქანასს Wheelbase ააქვს არეული

წინა მარჯვენა მხარე უფრი წინ ააქვს ვიდრე მარცხენა ერთი სანტიმეტრით მაინც, ამის შემდეგ ამის გაკეთებაზე ისეთი რაღაცეები მელაპარაკა რომ რამის გადავაგდო მანქანა არაფერი არ ეშველებაო და მანქანას ფასი აღარ ააქვსო
ამის შემდეგ დამწუხრებული მივედი ამხანაგთან და მოვახსენე ჩემი ავტომობილის პრობლემის შესახებ მაგრამ მან მითხრა რომ E46 ურეგულირდებაო ეგ და 20 წუთის საქმეაო მხოლოდ და მხოლოდ
ვიცი რომ სასწაულად მაგაწყინეთ თავი მაგრამ რა მაინტერესებს ეგრედწოდებული რაზვალი უბრალოდ დასარეგულირებელია თუ სხვადასხვა ნაწილი ააქვს გამოსაცვლელი და ესეც არ უშველის
წინასწარ გიხდით მადლობას
This post has been edited by Chelo27 on 23 May 2012, 22:07
გუშინ პადიეზდში მოფსმული, რომ იყო და შეწუხდი უეჭველი გეუბნები მიშა იყო.