ზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად "ევრო 2020"-ის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს
10:55 25-05-2012
აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად "ევრო 2020"-ის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.
"ჩვენ ველოდით, რომ ბაქო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის პრეტენდენტთა სიაში მოხვდებოდა. ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ახლა ვცდილობთ, მივაღწიოთ იმას, რომ ევროპის ჩემპიონატი აზერბაიჯანსა და საქარველოში ჩატარდეს ", - აღნიშნა აბდულაევმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ "ევრო 2020"-ის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის შეტანის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც დაადასტურა.
როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ თემაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს განაცხადი უკვე შეტანილი აქვს, თუმცა კვოტას აზერბაიჯანიც დაემატება.
აზერბაიჯანმა საქართველოსთან ერთად განაცხადის შეტანაზე თავდაპირველად უარი თქვა. მიზეზად აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როვანგ აბდულაევმა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი დაასახელა, თუმცა, დღეს დილით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბაქო და ყატარის დედაქალაქი დოჰა სიიდან ამოშალა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-sheitans.htmlახლა ჩვენებმა უნდა უთხრან უარი? გამჭრიახი აზერბაიჯანლები. ის არ გამოუვიდათ. და ევრო2020-ის განაცხადების შეტანის ვადა არ ამოიწურა უკვე?