როგორც ვიცი,მაისაშვილი ესპანეთში იყო,აქაურობას მოარიდა თავი.ახლა ვითომ ესპანეთი მოსწყინდა და მოენატრა აქაურობა?
ბიძომ ხომ არ დაუძახა?
მივდივარ ესპანეთში, პოლიტიკაში.უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემთვის არცთუ ისე იოლად დასაწერ ბლოგს გამოეხმაურა და თანაც ასე თბილად. სწორად თქვენ, ჩემო მეგობრებო, გადამაწყვეტინეთ ამ საქმის გაგრძელება და ბედნიერი ვიქნები, თუკი მისი წაკითხვა თქვენში დადებით ენერგიასა და ემოციას გამოიწვევს. ეს სერია ბლოგებისა, რომელიც "პალიტრასთან" დავიწყეთ, სწორედ თქვენ გეძღვნებათ პიროვნულად.
ამ პატარა ბლოგს ბარსელონიდან ვაგზავნი, სადაც თბილა - 23 გრადუსია. ასეთი კრიალა, ლურჯი ცა იშვიათია. მზე, თითქოს ხმელთა შუა ზღვაზე შეყვარებული, უხვად უგზავნის მას მოსაფერებელ სხივებს. ზღვაც მზის ენერგიით და სიყვარულით აღვსილი ლურჯად ლივლივებს და უკვე ნაპირზე ღვრის და ჩვენ გვიბრუნებს მზისგან მიღებულ სითბოსა და ბედნიერების განცდას. თბილისის გრძელი ზამთრისგან მოქანცულს, ეს მოწმენდილი, მზით ანთებული ცა, კამკამა ლურჯი ზღვა შინაგანი სიხარულითა და სიმშვიდით მავსებს. მახსოვს, ზუსტად 20 წლის წინ, სან-ფრანცისკოში პირველად ჩასულს, წყნარი ოკეანისა და მზის ამ სასიყვარულო ფოფინის შემსწრეს, მსგავსი სიხარული და ენერგიის მოჭარბება. გაზაფხულის მზე ზღვასთან დაწოლილი შობს სითბოსა და აღტკინებას ყველა სულდგმულში, ვისაც კი პულსი აქვს... ბავშვობაში, როგორც კი აფხაზეთში ჩავიდოდი და ზღვას დავინახავდი პირველად, ახლა ვხვდები მაშინდელი სიხარულისა და ჭარბი ენერგიის მიზეზს.
წინა ღამის უძილარსა და ნამგზავრს, ჩემი ბარსელონელი მასპინძელი უჩვეულოდ ლამაზ, ესპანური არქიტექცურით გამორჩეულ, ხის დარაბებიან ძველ სასტუმროში მათავსებს. ჩვენს საქმიან შეხვედრამდე 2,5 საათი მაქვს. ვინც თბილისიდან დანარჩენი სამყაროს მიმართულებით ხშირად მგზავრობს, დამეთანხმება, რა მძიმე განრიგია თბილისის აეროპორტში. ევროპისკენ მიმავალი ყველა თვითფრინავი არაცივილიზებულ, დილის 4 ან 5 საათზე მიფრინავს და ამავე დროსვე ბრუნდება უკან. ეს მგზავრებისთვისაც, გამცილებლებისთვისაც და დამხვდურთათვისაც გატეხილ და მოუსვენარ ღამეს ნიშნავს. ამას ემატება თავად მგზავრობის სტრესი და ხანგრძლივობა და ადვილი წარმოსადგენია ის დაღლილობა, რომელსაც უკვე ადგილზე ჩასული მგზავრი განიცდის.
ჩემი სტრატეგია ამ დროს დაღლილობის მოსახსნელად მარტივია, მოკლე, ერთ საათიანი ინტენსიური ვარჯიში და შემდეგ კი ზანტი და სასიამოვნო გრძელი შხაპი - ცივი და ცხელი მონაცვლეობით. შხაპიდან გამოსულს დაღლილობა მოხსნილი მაქვს. ამის შემდეგ, მსუბუქი, მაგრამ ყუათიანი და ჯამრთელი ადგილობრივი კერძი, უხვი ახალი ბოსტნეულითა და განსაკუთრებით კი ხილით. დესერტად, მოზრდილი ბღუჯა ნიგოზი, თხილი და ქიშმიში ერთმანეთში არეული, დიდი ბოთლით წყაროს წყალი და მზად ვარ შევერკინო დანარჩენ დღეს.
დღეს ეს კერძი ესპანური „ფაფაიაა“. ჩვენებურ ფაფასთან არაფერ კავშირშია. ჩემს ოჯახში, იგი ხშირი კერძი იყო, ჩემს მეუღლეს მისი მომზადება ესპანეთში სტუდენტობის დროს ცხოვრებისას შეუსწავლია. უკვე სამი წელია ჩემი ცოლის „ფაფაია“ აღარ გამისინჯავს. ეს კერძი არის კომბინაცია ზეითუნის ზეთში შეთუშული ბრინჯის, ნივრის, და სხვადასხვა მოლუსკების, გემრიელ სანელებლებთან შეზავებული. იგი მეტად ჯამრთელი და სასარგებლოა.
მსუბუქად დანაყრებულს, მთის ფერდობზე შეფენილი ჩემი სასტუმროს აივანზე გამოსულს წინ თვალის მომჭრელი ხედი მხვდება, ერთის მხრივ, ხელის გულივით ჩანს კატალონიის დედაქალაქი და მეორეს მხრივ, მზისგან გაბრწყინებული ხმელთაშუა ზღვა. ჰაერი იმდენად სუფთა და გამჭვირვალეა, რომ ვცდილობ ღრმად ვისუნთქო, თითქოსდა ამით ენერგია და სიხარული გეღვრება ფილტვებში პირდაპირ. თითქოს ფიზიკურად გრძნობ როგორ ეხება, როგორ ავსებს სიხარული შენს ფილტვებს, მთელ შენს სხეულს. თვალები მთელი ხედის სკანირებას ახდენს, გაფაციცებით ცდილობს, ეს სურათი საბოლოოდ ჩაბეჭდოს მეხსიერებაში.
არსად აღარ მინდა წასვლა, ჩემი Kindle მოვიმარჯვე და Blue Zone-ზე წიგნი თითქმის დავამთავრე. ამ იდილიას ტელეფონის ზარი უხეშად არღვევს, სასტუმროს მისაღებიდან მატყობინებენ, რომ მანქანა, რომელმაც შეხვედრაზე უნდა წამიყვანოს, უკვე ეზოშია და მე მელოდება.
უნდა ვაღიარო, მიყვარს მოხდენილად ჩაცმა და ასეთ კარგ ხასიათზე მყოფს, ენერგიით აღსავსეს და თანაც საინტერესო შეხვედრაზე მიმავალს, განსაკუთრებული სტიმული მაქვს „გამოწკეპილი“ ყოფნის. წინა თვეს ლონდონში ჩემს სოფიკოსთან ერთად ქუჩაში მიმავალს, მაღაზიის შუშიდან ერთმა ელეგანტურმა ჰალსტუხმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. „მამიკო, შენს მუქ ლურჯ კოსტუმს ძალიან მოუხდება,“ - შემატყო შეყოვნების მიზეზი იმან, ვინც ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს.
ჰოდა, დღეს სწორად ჩემი სოფიკოს მიერ ასე გემოვნებით შერჩეული ჰალსტუხი - მუქი ლურჯი (ჩემი საყვარელი ფერი) თეთრი, მრგვალი კოპლებით, მიკეთია პირველად. პიჯაკი მოვიცვი, გარეთა გულის ჯიბეში თეთრი ხელსახოცი (ჩემი აუცილებელი აქსესუარი) ლამაზად ჩავაცურე, სარკეს შევავლე თვალი და კიბეებზე ჩავირბინე.
დანიშნულების ადგილამდე მისვლას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება, მანქანაში მოკალათებული ქალაქს გულისყურით ვათვალიერებ. ეს ჩემი მეორე ვიზიტია ბარსელონაში, პირველად თითქმის ოცი წლის წინ, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად ჩამოვედი. ვცდილობ გავიხსენო მაშინდელი ბარსელონა, რომელმაც მრავალი თავგადასავალი დამიტოვა სასიამოვნო მოგონებად. ბარსელონა ლეგენდარული გაუდის ქალაქია და მისი ხელწერა ყველგან იგრძნობა.
შეხვედრაზე დროულად მივედით, ჩემი მეგობარი ბარსელონაში ახდენს საპილოტო ქარხნის პრეზენტაციას, სადაც დამსწრე ესპანელი ინვესტორებისა და კატალონიის მთავრობის წარმომადგენლების წინაშე წარადგენს ინოვატორულ პროცესს, რომელიც ქართველი მეცნიერების აღმოჩენით, პოლიმერებს ნავთობპროდუქტებად გადაამუშავებს. ეს რევოლუციური წარმოება ერთის მხრივ - გაბინძურებისაგან იცავს ბუნებას და მეორეს მხრივ - ყველასთვის აუცილებელ ნავთობპროდუქტებს იღებს.
ესპანელებთან ერთად ინვესტორების კითხვებს ტექნიკურ ნაწილში ქართველი ფიზიკოსი პასუხობს. ჩვენ ყველას გვინახავს უჩვეულოდ კვალიფიციური, ჭკვიანი მეცნიერი, რომელიც თავის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და ცოტათი უხერხულადაა გარე სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან ყოვედღიურ ურთიერთობაში, თითქოს უცნაურია ხშირად მათი ქცევა. წარმოიდგინეთ, სწორად ასეთი მეცნიერი, მორცხვად წამოდგა, მიესალმა სტუმრებს და დაიწყო მისი ნაწილის პრეზენტაცია, უცებ მისი თვალები ჩემსას შეეფეთა, შედგა, კარგად დამათვალიერა და ისევ განაგრძო პრეზენტაცია, მაგრამ მოულოდნელად ისევ შემოტრიალდა, შეწყვიტა საუბარი და კვლავაც განცვიფრებული მიყურებს. შემდეგ ისევ აგრძელებს თავის საუბარს და თან დაბნეული კვლავ ჩემსკენ იხედება. ბოლოს თავის გაოცებას ვეღარ იკავებს, მეცნიერული მიამიტობით აუდიტორიას ბოდიშს უხდის და ეუბნება, „რა საოცარია, ქართველებს ბასკებთან სიახლოვე რომ გვქონდა, ვიცოდი, მაგრამ კატალონიელებთანაც თუ ასეთი მსგავსება გვქონდა, არ მეგონა. აი, თქვენ, სენიორ,“ - და ჩემსკენ იშვერს ხელს, - „თქვენ იცით, თითქმის იდენტური ხართ იმ კაცის, რომელსაც მე, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მივეცი. სამწუხაროდ, მგონი ჩემს გარდა ხმა სხვას არავის მიუცია. როგორ ვგავართ ქართველები და ესპანელები ერთმანეთს, თვალს ვერ ვუჯერებ.“
უცებ ყველა ჩემსკენ იყურება, ჩემი მეზობელი ესპანურად რაღაცას მეჩურჩულება, როგორც ჩანს, ჩვენმა მეცნიერმა ისიც დააჯერა ჩემს ესპანელობაში. ჩემს მეგობარს გადავხედე და თითქმის იატაკზე კოტრიალობს, სიცილისგან "გაგუდული". ამის დამნახავი მეც ვეღარ ვიკავებ სიცილს. გაოგნებული ხალხი ვერ ხვდება რაშია საქმე, ბოლოს, ძალა მოვიკრიბე და ხალხს მივმართე: „მე არ ვიცი რამდენად ჰგვანან ქართველები და კატალონიელები ერთმანეთს, მაგრამ მე სწორედ ის გახლავართ ერთი ხმა რომ მიიღო საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ აღარ ვიცი, ის ერთი ხმა ჩემს მიერ საკუთარი თავისადმი მიცემული ხმა იყო თუ ჩვენი პატივცემული მეცნიერისაგან მიღებული.“
ჩაბჟირებული აუდიტორიის დაწყნარებას უკვე ვეღარ ვახერხებ, კინაღამ ჩავშალე პრეზენტაცია. ყველას ჩემთან გამოსაუბრება უნდა, ისეთი პოპულარული გამხადა წამიერად ჩვენმა მეცნიერმა. ერთი ადგილობრივი ქალი პოლიტიკოსი წამოდგა და ხმამაღლა ხუმრობს: „როგორც ჩანს, კატალონიაში უფრო მეტ ხმას მიიღებთ, ვიდრე საქართველოში და იქნებ ჩენთან გეცადათ ბედი, მითუმეტეს, ეკონომიკა ჩვენთვის ახლა ნომერ პირველი ამოცანაა და სამთავრობო პარტიაში პირდაპირ გაძლევთ რეკომენდაციას!“
„ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ქართველებს უთქვამთ „ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“. მოდით, თქვენი ეგ რეკომენდაცია ამ ინოვატორულ წამოწყებას გაუწიეთ და ესპანეთი გაცილებით უფრო მეტს მოიგებს, ვიდრე ჩემი პოლიტიკოსობით.“ - ვუპასუხე.
პრეზენტაციამ ფურორით ჩაიარა, ჩემი მეგობარი სიხარულს ვერ იკავებს. მე ჩემი საქმე გავაკეთე. არა, პოლიტიკაში არ ვბრუნდები... ესპანეთში!
გია მაისაშვილი
http://www.kvirispalitra.ge/gia-maisashvil...?add=1&start=15
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი