მოკლედ დღევანდელი ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა
ვფიქრობ რომ საჭირო და აუცილებელი თემაა
უკანასკნელმა მოვლენებმა ცხადყო რომ პრობლემები ძალიან მომრავლდა და სტადიონებზე სრული ბალაგანია.
მოვყვები რამდენიმე ფაქტს, რაზეც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას...
პირველ რიგში დავიწყებ დღევანდელი სამარცხვინო ფაქტით
ბათუმიდან ჩამოსულ 200 მდე ქომაგს, თან ჰქონდათ სალარო აპარატის ჩეკები (რომლებიც ქმნიან საკმაო ეფექტს სტადიონზე )

დაცვის სამსახურის წარმომადგენლები უხეშად ცდილობდნენ ამ ჩეკების წართმევას. მათი უფროსი (შემიძლია სახელის და გვარის დაწერა)
პირდაპირი სიტყვებით იგინებოდა
შენ შე-ე-ცი ჩემს ცოლ-შვილს ისვრი და თუ არ დაგიჭიროო
ამ ყველაფერს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება
რომლის დროსაც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ გულშემატკივრებსაც.
მათ შეურაცხყოფა მიაყენეს სხვადასხვა გუნდის ქომაგებს, რომლებიც სტადიონზე პრინციპული თამაშის სანახავად იყვნენ მოსულები...
რამდენიმე ფორუმელსა (მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც) და დაცვას შორის მწვავე დებატების შემდეგ , მათმა უფროსმა კვლავ უშვერი სიტყვებით (აღარ დავკონკრეტდები) სცადა ჩვენი დაშოშმინება...
ეს არაფერია , როდესაც ერთ-ერთმა ზესტაფონის ქომაგმა იკითხა, თუ რატომ არ გააშლევინეს ბანერი ''დილა'' 1-2 ''ზესტაფონის'' თამაშზე

დაცვის სამსახურმა უპასუხა, რომ მაგ ბანერზე რაც ეწერა ძალიან კარგად იცი და არ გაგვაშლევინებდნენ. სხვა რაც გინდათ ის გაშალეთ და არ იცით სადაც ცხოვრობთო? იმაზეც მიგვანიშნა, რომ ვირის სასქესო ორგანო მარილში დანაყული არ გვიჭამია და არ ვიცით რა შედეგებიც მოჰყვებოდა ამას.
საქმეში ჩაერთო ბათUმის ''დინამოს'' პრეს ატაშეც
თუმცა ისინი კვლავ აგრძელებდნენ ყოველგვარ უზნეობას და სიტყვიერ შეურაცხყოფებს...
მათი უნიათობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც მეორე ტაიმში ბათუმელი ქომაგების ტრიბუნაზე როგორღაც აღმოჩნდა 30 მდე სპარტაკის გულშემატკივარი. რომელთა მხრიდანაც წავიდა ბათუმელი ფეხბურთელების გინება... ამ ყველაფერს მოჰყვა შეხლა - შემოხლა გულშემატკივრებს შOრის...
რომლის დროსაც დაცვის სამსახურს ტანი საერთოდ არ გაუტოკებია და მშვიდად უყურებდა ხელჩართულ ბრძოლას ტრიბუნაზე...

ასეთი ფაქტები უამრავია ჩვენს ჩემპიონატში ...
ყველა თამაშზე ხდება მსგავსი ანომალიები რაც დღეს იყო
მიზეზად კი იმას ამბობენ, რომ შინა განაწესი აქვთ ასეთი
რომ არავის ეკითხებიან და რასაც უნდა იმას გააკეთებ სტადიონზე
რომ თურმე მათ შეუძლიათ საერთოდ მატჩი არ ჩაატარონ ყველა დაიჭირონ ვინც კი ტრიბუნაზეა, თან ამ ყველაფერს არა სამართლებლივად არამედ საკუთარი დედის გინებით ამტკიცებენ.
მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა გუნდის პრობლემა და თავსატეხია
ასე გაგრძელების შემთხვევაში ვფიქრობ არ არის შორს ის დრო, როდესაც ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება ტრიბუნაზე.
მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებელ ორგანოს რომ ყურადღება მიაქციონ ამ ვიგინდარებს და პასუხი აგებინონ ამ ყველაფრისთვის.
ასევე გამოვდივარ მოწოდებით, ყველა გუნდის ფან-კლუბის წევრების მიმართ...
ეს ყველას პრობლემაა... ერთად დავუდგეთ ამ პრობლემებს წინ და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა...