http://tribuna.ge/index.php?option=com_con...medium=facebookბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად დღეს გადაეგზავნება.
პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 22 მაისის სხდომაზე 111 ხმით ერთხმად მიიღო.
კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს დაემატა მუხლი, რომლის თანახმად, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან, ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
აღნიშნული წესით არჩეულ პირებზე არ გავრცელდება შეზღუდვა, რომელიც ორმაგ მოქალაქეებთან მიმართებაში პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას უკავშირდება. ამავე ცვლილებების მიხედვით, დეპუტატის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25 წლიდან 21 წლამდე მცირდება. ახალი საკონტიტუციო ნორმები ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა, იგი კოალიციის ლიდერად დარჩება, თუმცა უარს იტყვის საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობაზე.