მეორე სუპერ ევროპული კომენტარი
ადამიანის უფლებების დაცვის(
) კომიტეტის თავმჯდომარისგან...საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში "სიახლე და
განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა"
14:18 25-05-2012
საპარლამენტო უმრავლესობამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში დიდი სიახლე და განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა.
როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განუცხადა, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშში ახალი არაფერია ნათქვამი.
მისივე თქმით, მასში არის რიგი საკითხები, რომელზეც დასკვნები უკვე არსებობს და არის ისეთი საკითხები, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
"სიახლე მასში არაფერია", – განაცხადა თორდიამ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე რეაგირება უნდა იყოს.
რაც შეეხება, აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის წუხილს ინფორმაციაზე ოპოზიციის შევიწროებასთან დაკავშირებით, ლაშა თორდია განმარტავს, რომ ყველა საკითხში სახელმწიფო დეპარტამენტს ვერ დაეთანხმება, რადგან მათ დაუზუსტებელი ინფორმაციები მიეწოდებათ-ხოლმე.
მისი თქმით, სახელწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას იღებს შესაბამისი არასამთავრობო სექტორისგან, პარლამენტისგან, სახალხო დამცველისა და ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც საქმიანობს ადამიანის უფლებების მიმართულებით და, შესაბამისად, ზოგ ინფორმაციას ხელისუფლება ვერ დაეთანხმება.
ასეთ ინფორმაციებად ლაშა თორდიამ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა და ოპოზიციის შევიწროება დაასახელა.
მოგვაქანებთ და მიგვაქანებთ დასავლურ გზაზე ლომებო!!!
ვივა...
This post has been edited by MacBook on 25 May 2012, 16:13