
ერაყში მოტომოგზაურობისას დაკავებულია საერთაშორისო მოტო კლუბის MCC "Rolling Anarchy"-ს ოთხი წევრი.
ცნობისთვის ამ ბაიკერებს მოვლილი აქვთ მთელი მსოფლიო: ჩრდილოეთი და და ლათინური ამერიკის, აზიის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა. რამოდენიმეჯრე იყვნენ საქართველოშიც. არაერთხელ აქვთ მიღებული Iron Butt Association-ის სერტიფიკატები შორ მანძილებზე ექსტრემალური მოგზაურობისთვის (მაგ: 36 საათში შავი ზღვიდან თეთრ ზღვამდე ჩასვლისათვის)
კლუბის წევრები ერაყში მოგზაურობისას დააკავეს სამხედრო ფორმიანმა შეიარაღებულმა ადამიანებმა და წაიყვანეს სამხედრო ბაზაზე. 19 მაისიდან მოყოლებული დაკავებული ჰყავთ, სდებენ ბრალს შპიონაჟში და ემუქრებიან დახვრეტით, სცემენ და სძალავენ აღიარებას.
დაკავების შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია ერთ-ერთი ბაიკერისგან, რომელმაც მოახერხა მობილურის დამალვა.
ბოლო კოორდინატები რაც ჩვენი მეგობრებისგან მივიღეთ არის - 33.332062 44.347078 Rashid Ali Al Gilani St, ბაღდადი, ერაყი.
MCC Rolling Anarchy საერთაშორისო კლუბია , რომლის წევრები არიან ბელორუსიაში, რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, შვედეთში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, სლოვაკიაში, ჩეხეთში, საქართველოში, ესტონეთში და ყაზახეთში. ამ კლუბისა და მხარდამჭერი კლუბის წევრები ყველგან ატარებენ აქციას დაკავებული ბაიკერების გათავისუფლების მოთხოვნით.
ჩვენი აქციის მიზანია მხარი დავუჭიროთ უსამართლოდ დაკავებულ ბაიკერებს და მოვუხმოთ ერაყის მთავრობას გაათავისუფლონ მოტომოგზაურები.
გთხოვთ ყველას მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა მხარდასაჭერ აქციაში.
აქციისთვის შეკრება - 15:30 მრგვალ ბაღთან (ვაკეში) საიდანაც გავალთ ერაყის საელჩოსთან (ქობულეთის 16).
ყურადღება!!! ბაიკერები გავდივართ 15:00-ზე სპორტის სასახლიდან მრგვალი ბაღისკენ.ლინკი ფბ-ზე
http://www.facebook.com/events/310067749076381/ * * *
რამოდენიმე კითხვა რომელიც შეიძლება დაებადოს მათ ვინც წაიკითხა ეს განცხადება და მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში:
კ: მართალია რომ მათ არ აუღიათ ვიზები?
პ: არა, ეს ტყუილია. ოთხივენი არიან გამოცდილი მოგზაურები და მშვენივრად იციან რომ ასეთი მოგზაურობა წესივრად გაფორმებული საბუთების გარეშე შეუძლებელია.
კ: თუ ვიზები აქვთ რატომ ეს პრობლემები?
პ: არის ინფორმაცია რომ ვიზები კი აიღეს, მაგრამ ყალბი ვიზები გაუკეთეს. სიმართლეა თუ არა არ ვიცით. გაყალბებულია თუ არა ვიზა ჩვეულებრივმა ადამიანმა როგორ უნდა გაიგოს ვერც მაგას გეტყვით.
კ: წავიკითხე რომ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. მართლაც ჯაშუშები არიან?
პ: ბაიკერი ჯაშუშები, რომლებიც ყველა გამვლელის ყურადღებას იპყრობენ აბსურდად მიმაჩნია.
კ: რატომ უნდა მოვიდე აქციაზე, ესენი ხომ ქართველები არ არიან
პ: კი, ქართველები არ არიან, მაგრამ ბაიკერები არიან. ჩვენი ძმები არიან. და ჩვენ გვინდა მათ დავეხმაროთ. აქციები ტარდება მინსკში (ბელორუსია), მოსკოვში (რუსეთი), ვილნუსში (ლიტვა), რიგაში (ლატვია).
კ: მე მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ ბაიკერი არ ვარ / ბაიკით ვერ მოვდივარ
პ: გმადლობთ. არაა აუცილებელი ბაიკით იყოთ, მობრძანდით 15:30-სთვის მრგვალ ბაღთან. ბაიკერები გავალთ სპორტის სასახლიდან 15:00-ზე და მივალთ მრგვალ ბაღთან. იქიდან გავივლით საელჩოსთან და ჩვენი წარმომადგენელი გადასცემს წერილს, მოტომოგზაურებისთვის დახმარების გაწევის თხოვნით.
კ: გზები უნდა გადაკეტოთ?
პ: არა!!! ეს არის მშვიდობიანი აქცია! გზებს არ ვკეტავთ! წესრიგს არ ვარღვევთ! ჩვენი მიზანია მივიპყროთ ყურადღება ამ პრობლემისადმი და ვთხოვოთ ერაყის რესპუბლიკის ელჩს, ბატონ ტაიბ მოჰამედ ტაიბს ხელი შეუწყოს მოტომოგზაურების უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას.
This post has been edited by louiscifer on 24 May 2012, 23:24