ლექსი ბერაზე:
ფიქრი მომინდა, დავჯექი მარტო,
ჩემი დღიური კი არის სანდო,
ავიღე კალამი, დავიწყე წერა,
თვალწინ დამიდგა ის ბიჭი ქერა.
ვერ დავიჭირე მე მისი მზერა,
ერთ წამში გაქრა ლამაზი ბერა.
მისი სიმღერა ისე თბილი,
გრძნობა მის მიმართ ჩემი ტკბილია,
ის კარგი მამის კარგი შვილია,
მისთვის ნაკლიც კი დიდი ხიბლია.
როცა მას ვუსმენ გრძნობა მერევა,
ეს ემოცია არ დამელევა.
როგორც გავიგებ მის პირველ სიტყვას,
უმალ ვივიწყებ ჩემს ყველა კითხვას.
მინდა გავიცნო, დავუმეგობრდე,
რაზე რას ფიქრობს ამას ვხვდებოდე.
მგონი გავგიჟდი ამას რომ ვამბობ,
მაგრამ ანთებულ სანთელს არ ვაქრობ.
ალბათ გამივლის რასაც ახლა ვგრძნობ,
ჩემს პოზიციებს ხშირად არა ვთმობ.
როგორ არ უნდა მიყვარდეს როცა,
სითბოს ასხივებს მისი გამოსვლა,
ყოველი სიტყვა, ყოველი ქცევა
არსად არ ქრება, მუდამ აქ რჩება.
არის გულწრფელი, უყვარს ყოველი,
თავის საქმეში არის მშრომელი.
მუდამ მუშაობს, აკეთებს ჩვენთვის,
უნდა სიკეთე თავისი ქვეყნის.
ცდილობს გვაჩუქოს გრძნობები წმინდა,
მისი გაცნობა სუყველას გვინდა.
მიყვარს უზომოდ, ვაფასებ ძლიერ
და ეს სულ არ ჰგავს რაღაც წამიერს.
ვფიქრობ ჩვენ ორნი ვგავართ ძალიან,
ეს აზრი გაჩნდა დიდი ხანია.
არა, მერწმუნეთ ჩემს თავს არ ვიქებ,
ვიმედოვნებ რომ კარგად გამიგებთ.
ჩვენ ხომ ორივეს გვიყვარს ოცნება,
მერე რა რომ მას აქვს ქონება?!
დღეს ანათებ და შენ არ ჩაქრები,
ყველა თუ წავა მე აქ დავრჩები,
სულ მეყვარები ამას გპირდები,
მუდამ ყოველთვის შენთან ვიქნები.
მეოცნებე გოგონა