#31390452 · 28 May 2012, 10:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
მოკლედ გუშინ მივქარე და გადავრთე ნაც. არხებზე. მაზოხიზმის 10 წუთის შემდეგ გამიჩნდა ასეთი კითხვა.
150 მილიონიან ქვეყანაში (რუსეთში) 50 000 ადამიანის გამოსვლა პუტინის დაუსრულებელი მართველობის წინააღმდეგ ფაქტიურად რუსეთის დანგრევას და დემოკრატიის გამარჯვებას ნიშნავს და 4 მილიონიან ქვეყანაში 110 ათასი ადამიანის გამოსვლა ერთი კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერ აქციაზე არის უმნიშვნელო და საქილიკო?
ზოგიერთი "ჭურნალისტი" იმასაც ამბობს ბიძინას იმედები გაუცრუვდა და იმის ნახევარიც არ მისულა რასაც ელოდებოდაო, სამაგიეროდ იგივე ჭურნალისტი ამტკიცებს რომ რუსეთში 50 000 კაციანი დემონსტრაცია სულ მალე დაასრულებს პუტინის მართველობას.
რა ხდება ნაცებო? საერთოდ ამოვარდით რელობიდან?
--------------------
For every minute you are angry you lose sixty seconds of happiness.
|