მიშას მსხავრალი ხელი იტალიაშიც მოქმედებს:
http://worldsport.ge/Read.aspx?news=36401&lang=1იტალიურ ფეხბურთში ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებულ სკანდალებს ბოლო არ უჩანს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცავებმა “ფიქსირებულ” მატჩებთან დაკავშირებით 19 ადამიანი დააკავეს და მათ შორის საქვეყნოდ ცნობილი ფეხბურთელებიც არიან.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან რომის “ლაციოს” კაპიტანი სტეფანო მაური და “პადოვას” ნახევარმცველი, წარსულში “ჯენოას” მოთამაშე ომარ მილანეტო.
Football Italia-ს ცნობით, სამართალდამცავებმა კრისტიან ბერტანი (“სამპდორია”), პაოლო აჩერბისი (“ვიჩენცა”), ალესანდრო პელიკორი (“ტორინო”), მარკო ტურატი (“მოდენა”) და მატეო გრიტი (“პეტროლული”) დააპატიმრეს.
არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე კვირაში გამოძიება “ჯენოას” ყოფილი ფეხბურთელებით, ქართველი კახა კალაძით, რომელმაც მიმდინარე სეზონის შემდეგ ფეხბურთს თავი დაანება და ჯუზეპე სკულით დაინტერესდეს, თუმცა, რა სტატუსით მოხდება მათი სამართალდამცავებთან დაკავშირება, არ კონკრეტდება.აი, დომენიკო კრიშიტო კი უკვე დაკითხეს – კარაბინერები იტალიის ნაკრების ბაზა “კოვერჩანოს” ეწვივნენ ყოფილი ჯენოელის დასაკითხად.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიჩხრიკა მიელული სეზონის ტრიუმფატორის, ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს საცხოვრებელი სახლი.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაში 20 იტალიური კლუბია ეჭვმიტანილი. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ გამოძიების მსვლელობისას უკვე დაიკითხა 61 ადამიანი, რომელთაგან 52 მოთამაშეა. მოცემული მომენტისთვის გამოძიება 33 მატჩზე მიმდინარეობს, რომელთა უმრავლესობაც იტალიის მეორე დივიზიონში გაიმართა.