ოთარ ჩრდილელი - კახი კალაძეს იტალიის საფეხბურთო სკანდალთან საერთო არაფერი აქვს
იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალთან კახი კალაძეს საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახი კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა.
მისი თქმით, რაიმე ბრალდებაზე საუბარი არასერიოზულია. "ჯენოას" ყოფილი მცველის პრესმდივნის თქმით, დაკითხვის შემთხვევაში, შესაძლოა, კალაძემ მხოლოდ მოწმის სტატუსით მისცეს ჩვენება.
ამასთან, ჩრდილელი არ გამორიცხავს, რომ გავრცელებული ინფორმაციაც იმ შავი პიარის შემადგენელი იყოს, რომელიც კალაძის წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარეობს.
27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი. მათ შორისაა რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური.
სამართალდამცველების აზრით, "ჯენოასა" და რომის "ლაციოს" შორის მატჩი უცნაური იყო, რადგან შეხვედრა მოსალოდნელი ანგარიშით დასრულდა, ხოლო გარკვეული ადამიანების რიცხვმა ამაზე დიდი ფულიც გააკეთა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ჯენოას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელებს დომენიკო კრიშიტოსა და კახა კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ახლო მომავალში დაკითხავენ.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/54218-oth...l#ixzz1wBO3cAGA
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ