ვირტუალური ქსელის შესაქმნელად, როდესაც კომპიუტერები ფიზიკურად დიდ მანძილებზეა დაშორებული, ერთერთი საუკეთესო გამოსავალია Hamachi-ს გამოყენება. იგი საშუალებას გვაძლევს ფაილები გავუზიაროთ ერთმანეთს, ვიჩატაოთ და, რაც მთავარია გამოვიყენოთ სხვა კომპიუტერის
პრინტერი დოკუმენტების დასაბეჭდად. მე ამ უკანასკნელის გამოყენებაზე დავწერე მცირე ტუტორიალი: პირველ რიგში ვიწერთ ჰამაჩს აქედან
http://hamachi.en.softonic.com/download#pathbarუფასოა, მრავალენოვანი და ადვილად დასაინსტალირებელი. დაინსტალირების შემდეგ ვქმნით ახალ ქსელს. (ამ საკითხზე უამრავი ტუტორიალია youtobe-ში). იგივეს ვაკეთებთ მეორე კომპიუტერზე, რა თქმა უნდა სხვა სახელით. შემდეგ ჩვენ ვუერთდებით მეორე კომპს, ის კი გვიერთდება ჩვენ. მიერთების დროს მოგთხოვს მეორე კომპის იდენტიფიკატორს და პაროლს.

სურათზე 1) ახალი ქსელის შექმნა, 2) სხვა ქსელთან მიერთება.
ამ სურათზე მე მიერთებული ვარ ქსელთან gogi55, სადაც ორი კომპია გაერთიანებული, nodari ჩართულია, რადგან მწვანედ ანათებს.
ამის შემდეგ შეგვიძლია შევიდეთ ერთმანეთის კომპში და დავათვალიეროთ საერთო ელემენტები (ფაილები, პრინტერი)

მე სახლში პრინტერი არ მაქვს, ვიყენებ სამსახურის პრინტერს, რომელთან დასაკავშირებლად ის პირველ რიგში უნდა იყოს გაზიარებული (დაშეარებული). მეორე, ჩვენ კომპზე უნდა იყოს მისი დრაივერი, რაც მარტივად ყენდება. ვაკლიკებთ პრინტერს და ველოდებით დრაივერის დაყენებას. ნახეთ სურათი:
4) ზიარი პრინტერის არჩევა, 5), 6) დრაივერის დაყენება

ამის შემდეგ ნებისმიერი დოკუმენტის პრინტზე გაშვებისას, ის დაიბეჭდება პრინტერზე. (მეორე კომპი და პრინტერი ჩართული უნდა იყოს)

ERROR-ს ვთხოვ ჯერ ნუ მიუერთებს
Hamachiჩაძირულ თემას. დააფასე ჩემი წვალება. აცოცხლე