მოკლედ, ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ რასაც ვწერ

ბიჭებთან მაქვს კითხვა რა თქმა უნდა....
ვთქვათ მოგწონთ გოგო, ხოოდა დაიწყეთ მასთან ურთიერთობა... უბრალოდ ხვდებით ერთმანეთს... ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე (ჯერჯერობით!)
და ნუ კიდევ სხვა ვიღაცაც გამოჩნდა... ესეც მოგეწონათ... გააბამთ თუ არა მასთანაც ურთიერთობას....
ანუ, კითხვა მდგომარეობს შემდეგში (რა ოფიციალური ვარ!

) ერთდროულად რამდენ გოგოსთან აბამთ ხოლმე ურთიერთობას... ანუ შეგიძლიათ რომ ვთქვათ 2-3 ან მეტ გოგოზე გადაანაწილოთ თქვენი ყურადღება ისე რომ ვერცერთი ვერ მიხვდეს მეორის/მესამის... არსებობას... ?
პ.ს. არ გინდათ ეხლა მაჩოების როლის თამაში...ეცადეთ იყოთ გულწრფელები... თუ არ იქნებით მაინც დაემჩნევა თქვენს პოსტებს
გამოკითხვასაც დავდებდი (რომ ვიცოდე როგორ დავდო

) მაგრამ მაინც ცოტა ვრცლად მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ ... გავშალოთ და განვავრცოთ...