მე სად მინდა ვიცხოვრო და როგორ იმას დავწერ 

ორი სახლი მექნებოდა 

ერთი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ძალიან დიდი ტელევიზორი,  მინი კინოპროექტორი, მინი აუზი, ინტერნეტზე ნებისმიერ ოთახში წვდომა, კომპიუტერიზაცია შეეხებოდა ყველაფერს  გარდა კარებებისა, სველი წერტილებისა და .. აღარ მახსოვს 

დიდი ტერასა და რაც შეიძლება ნაკლები შუშები შიგნითა ინტერიერში, მაგრამ ხედი უნდა იყოს ულამაზესი ღამის ქალაქზე 
მეორე ძალიან მოკრძალებული, ყველაზე მშვიდ, უხმაურო ადგილას, სახლი ტოვებდეს "ხის ეფექტს", ბუხარი, სი-ახლის შთაბეჭდილებას გიზიარებდეს, შედარებით მცირე ზომის ფანჯრები, მექნებოდა ტელესკოპი ღამის ცის დასათვალიერებლად, ელექტრონული მიკროსკოპი, ლაპტობიც, რომ ტელესკოპი და მიკროსკოპი შევუერთო 

   სხვადასხვა სპორტული აღჭურვილობა,  ძალიან ბევრი ლუდი 
 
 , ეზო არ იქნება აშკარად გამიჯნული გარესამყაროსგან, "ახლოს" იქნება მდინარესთან ან ზღვასთან, მაგრამ აუცილებლად მაღალ ადგილას ზღვის დონიდან
და მქონდეს შესაძლებლობა, სადაც შემეძლება უბრალოდ განვმარტოვდე უაზრო პრობლემებისაგან.. 
This post has been edited by Future> on 29 May 2012, 02:26