შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 წლის მოზარდს საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ერთი ბოთლი ლუდის ქურდობისათვის შეუფარდა. სანდრო სარდარიანი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. სახაზინო ადვოკატი, რომელიც სასამართლოში მის ინტერესებს იცავდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში თითქმის ვერც ერთ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევა. მას ამ დრომდე მოზარდი არ უნახავს და არაფერი იცის მისი ჯანმრთელობის შესახებ. მოზარდი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 30 მაისს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა და სასჯელაღსრულების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა. 31 მაისიდან მოზარდს იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია ”ემპათია” გაუწევს.
დანარჩენი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ ან მოისმინოთ
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24599125.htmlუბრალოდ გამაოგნა სახაზინო ადვოკატის, ბოდიშით და, უვიცობამ. მან ისიც კი არ იცოდა, მაგალითად სად ტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ასე მითხრა, მგონი, სადღაც სოფელ დიღომშიო. ოღონდ რა დაწესებულება იყო იქ, ეგ კი აღარ იცოდა. არც ის ახსოვდა, როდის გაიმართა სასამართლო სხდომა. არც ის იცოდა, სად იმყოფება ახლა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდი. მოკლედ, რომ ვთქვა, სავარაუდოდ, სულ ფეხზე ეკიდა მისი ბედი. საერთოდ, მსმენია სახაზინო ადვოკატების შესახებ მითები თუ ლეგენდები, მაგრამ ახლა კი ნამდვილად დავრწმუნდი, როგორი "პროფესიონალები და მონდომებულები" არიან. არ ვიცი, დიდი იმედი მაქვს, ეს ამბავი ასე არ დასრულდება...
This post has been edited by ameliamelia on 1 Jun 2012, 00:14