კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო ფონდელებო , არაფონდელებო , პოტენციურო ფონდელებო და ყველა სხვა გაუთვალისწინებელო კატეგორია(ვ) .
გავიდა ორი თვე , რაც ჩვენი ფონდი დაარსდა . უფრო სწორედ , რაც ეს ყველაფერი დაიწყო (
თქვე არაადამიანებოოო! ) . იმის თქმა , დროის გამოცდას გავუძელითო , ჯერ ადრეა , მაგრამ მგონი შედგა ჩვენი ფონდი და ახლა მისი განვითარება და რაც მთავარია არდაშლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული .
ამის თქმის უფლებას ის მაძლევს , რომ თითქმის დღე არ გადის , ახალი წევრი არ შემოგვემატოს . უკვე სათვალავი ამერია რამდენი ვართ . ფაქტია , რომ იმაზე მეტი , ვიდრე დასაწყისში ვოცნებობდი ... მაგრამ არ გეგონოთ ეხლა აღარ მქონდეს ოცნება . არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და სულ მეტი და მეტი უნდა დავისახოთ მიზნად და შემდეგ იმ მიზანს მივაღწიოთ .
რა შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი ?! და რა არის საერთოდ ჩვენი მიზანი ?! რაც გვინდოდა , ხომ გავაკეთეთ ?! განა სხვა რამე გვინდოდა იმის გარდა , რაც ოჯახებში მეორედ გასულებმა მოგვიტანეს და მოგვიყვეს : წინა თვეში თქვენი მოტანილი პროდუქტი აქამდე გვეყო და თავი გაგვატანინაო ?!
მე ეს მინდოდა , სხვა არაფერი .
მაგრამ ... ეს ცოტაა .
ეხლა ვეხმარებით რამდენიმე ერთეულ ოჯახს . დასაპურებელი კი ბევრად ბევრად მეტია . ასევე ბევრად მეტი
10 ლარი აქვს ხალხს , ვიდრე ჩვენ მოვახერხეთ მოგვეზიდა .
პირველი ორი თვე გვქონდა დაარსების ორი თვე . მოდით ამ თვეს გაფართოების თვე დავარქვათ . მოვიფიქროთ რამე , მოვიზიდოთ ხალხი , ჩავითრიოთ მეგობრები , ნაცნობები , უცნობები . მოვუყვეთ ხალხს , ისინი მოუყვებიან თავიანთ მეგობრებს , ახლობლებს , თანამშრომლებს ... აი მაგალითად "კვირის პალიტრა" ავიღოთ . მალე მგონი მთელი საგამომცემლო სახლი გვეყოლება ჩათრეული და უკვე გამავრცელებლებზე გადავალთ . ძალიანაც კარგი . კეთილ საქმეს ყოველთვის გამოუჩნდება მიმბაძველი .
ხოლო თუ ვინმემ არ იცის ჩვენს შესახებ , მოვახსენებ , რომ ჩვენ ვებრძვით შიმშილს და ძალიან ძალიან გვჭირდება შენი მხარში ამოდგომა . ყოველთვე ვაგროვებთ
ათ-ათ ლარს და შემდეგ ვყიდულობთ პროდუქტს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის , რათა მათ შეძლონ ბავშვების დაპურება .
ათი ლარი თვეში შეიძლება ჩვენთვის დიდი არაფერია , მაგრამ დამიჯერე , იმ
ათი ლარით ძალიან კარგ და რაც მთავარია მნიშვნელოვან , სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ . ნუ მისცემ შიმშილს ბავშვის მოკვლის უფლებას , აქეთ მოკალი შიმშილი .
ანგარიშები:
პროკრედიტ ბანკი
GE74PC0673600100000027 GEL
GE74PC0673600100000027 USD
GE74PC0673600100000027 EUR
ბანკის კოდი MIBGGE22
მიმღების სახელი ვახტანგ საათაშვილი
Emoney-ის ანგარიში: 360841855
პირველი ნაწილი
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვიმეორე ნაწილი
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი!მესამე ნაწილი
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი ( ნაწილი 3 )მეოთხე ნაწილი
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი ( ნაწილი 4 ) მოინახულეთ აგრეთვე ჩვენი საიტი This post has been edited by ჯიმი ლევი on 4 Mar 2012, 00:26