აზახეთში, სასაზღვრო პუნქტ „გორნისთან“, ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, სასაზღვრო ჯარების 15 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლულთა შორის არის ერთი ოფიცერი, 3 კონტრაქტორი და 11 ჯარისკაცი - იუწყება „ტრენდი“.
სასაზღვრო მობილური პოსტი სამკურნალო მცენარეების უანონოდ შეგროვების აღკვეთისთვის დადგეს. ამ საქმიანობისთვის ადრე ჩინეთის მოქალაქეები რამდენჯერმე დააკავეს.
პოსტის სიახლოვეს ასევე აღმოჩენილია მეტყევის გვამი. ის სავარაუდოდ, 2 დღის წინ მოკლეს.
„ინტერფაქსი“ კი იუწყება, რომ სასაზღვრო პუნქტზე ხანძარი მოხდა და სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს ცხედრებიც. ასევე, დაკარგულია იარაღი.
მომხდარის მიზეზები დგინდება.
http://internet.ge/?l=GE&m=7&sm=0&ID=4183საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet