თემის გახსნა მომენატრა

----------------
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-daajarima.htmlთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დაჯარიმდა. ივანიშვილმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვის შემდეგ მოსამართლემ გიორგი გოცირიძემ მიიღო . კონტროლის პალატის ინფორმაციით, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან "გლობალ კონსალტინგ გრუპის" რესურსის გამოყენებით, საარჩევნო მიზნებისთვის ათეულობით ათასი სატელიტური ანტენების მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ და მასობრივად დარიგების ფაქტებს, რომელიც მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა.
კონრტოლის პალატის ინფორმაციით, ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა 12 622 000 ლარის შემოწირულობა. სასამართლომ "ქართული ოცნების" ლიდერი ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას არა პოლიტიკურს. როგორც ადვოკატმა შალვა თადუმაძემ აღნიშნა, მოსამართლემ გადაწყვეტილება სწორედ პოლიტიკური ნიშნით მიიღო.
ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში, მათ შორის ევროსასამართლოშიც აპირებენ.
დღესვე კონტროლის პალატის კიდევ ერთი სამართალდღვევათა ოქმის განხილვაა დაგეგმილი, რომელიც საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ორივე პროცესზე ადვოკატები სანდრო ბარამიძე და შალვა თადუმაძე იცავენ, კონტროლის პალატას კი ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა უფროსის ნათია მოგელაძის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი წარმოადგენს.