როგორც იცით 23 მაისს იწყება 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. აქ გამარჯვებული 7 ჯგუფის პირველადგილოსანი და მასპინძელი ესტონეთი კი ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ 3-15 ივლისს.
ელიტ-რაუნდამდე იყო საკვალიფიკაციო ეტაპი რომელიც ჩვენმა ბიჭებმა წარმატებით დაძლიეს.
საქართველო მე-9 ჯგუფში მოხვდა თურქეთთან, პოლონეთთან და ლუქსემბურგთან ერთად. ჯგუფის შეხვედრებს თურქებმა უმასპინძლეს.
ქართველებმა პირველ მატჩში პოლონელებს სძლიეს 3:1, შემდეგ თურქებთან ფრე გააგორეს (1:1) ხოლო დასკვნით მატჩში ლუქსემბურგიც ზედ მიაყოლეს (2:0) 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს...


ელიტ-რაუნდის კენჭისყრაში საქართველო მესამე კალათში იყო და მეტოქეებად ბოსნიის (I), ხორვატიისა (II) და ავსტრიის (IV) ნაკრებები ერგო.
ჯგუფის შეხვედრებს ხორვატია უმასპინძლებს ჩვენი ნაკრები კი პირველ შეხვედრას ბოსნიელთა წინააღმდეგ გამართავს.

მოკლედ წარმატებები ბიჭებს, წარმატებები ჩვენს ნაკრებს...