პრეზიდენტმა ანაკლიაში ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი გახსნა
18:33 02.06.2012 დღის სიახლეები
რუსეთს ეროვნებათაშორისი ურთიერთობების პრობლემა აქვს
საქართველოს მიერ ძებნილი დეპუტატი გაათავისუფლეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ცხინვალში სამხედრო ობიექტებს ათვალიერებს
საქართველოს პრეზიდენტმა, ანაკლიაში ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი გახსნა. საზეიმო ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტთან (2004-09 წლებში) ერთად მივიდა.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოსა და ლიტვის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ვალდას ადამკუსისა და მისი ქვეყნის დამსახურება საქართველოს წინაშე, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორი ქვეყნის დამეგობრების საქმეში უდიდესი წვლილი პირადად ვალდას ადამკუსს მიუძღვის და ყურადღება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზეც გაამახვილა.
ვალდას ადამკუსმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე, მას წარმატება უსურვა. იგი იმ რეფორმებსა და ცვლილებებსაც შეეხო, რომლებიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება.
მართლა ბოსტნად გადააქცია ეს ქვეყანა ..........
http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=4367 This post has been edited by forumeli64 on 2 Jun 2012, 19:25
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...