მოგესალმებით ფორუმელებო,ფერმერებო!
მოგახსენებთ ამ გვერდის გახსნის მიზეზს : ვინაიდან და რადგანაც აგრობიზნესში არის ბევრი განყოფილება,თითოეულ მათგანში ჩნდება ბიზნესის უმთავრესი კითხვა! - რეალიზაცია,ჩასაბარებელი პუნქტები,სად? რა? როგორ და რა ფასში იყიდება?
მოდით ყველამ დავწეროთ,პუნქტები სადაც იყიდება და იბარებენ ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქტს! იმედია ერთმანეთს კონკურენტებად არ ჩავთლით და გავანდობთ ერთმანეთს ამ ინფორმაციას, გაჩნდება როგორც კითვები ასევე პასუხებიც

ჩემით დავიწყებ: მაინტერესებს სად იბარებენ კურდღლის ხორცს,როგორც ცოცხალს ასევე დაკლულს.
P.S ფორუმის ადმინისტრაციის საყურადღებოდ! მგონი არ დამირღვევია ფორუმის წესები ამ გვერდის გახსნით,გადაკეთების ან დახურვის შემთხვევაში,მოაყოლეთ მიზეზიც