ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალ, პროექტს ახორციელებს
ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალ, გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს. პროექტის მიხედვით მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე ხუთ ადგილას პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები აშენდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარჯვენა სანაპიროზე ყველა პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გახსნება, აღნიშნულ პერიმეტრზე ყველგან გაუქმდება შუქნიშანები და სატრანსპოტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
გალაქტიონის ხიდთან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 100 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ორთაჭალიდან ლაგუნა ვერესკენ მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გალაქტიონის ხიდის ქვეშ სანაპიროზე ცალმხრივად შეუჩერებლად იმოძრავებს. ორთაჭალიდან და ლაგუნა ვერედან მოძრავი ნაკადები, რომლთაც ჯავახიშვილის(ყოფილი ელბაქიძის) აღმართზე ან მარჯანიშვილი ქუჩაზე უნდათ ასვლა გვირაბის გვერდით გალაქტიონის ხიდზე ამსვლელ პანდუსებს გამოიყენებენ. მარჯანიშვილის ქუჩიდან ან ჯავახიშვილის(ყოფილი ელბაქიძის) აღმართიდან მარჯვენა სანაპიროზე ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის მსურველი გამოიყენებს გვირაბის გვერდით ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსებს.
გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სანაპიროს აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდება შუქნიშანი, რაც ავტომობილების უწყვეტ რეჟიმში გადაადგილებას უზრუნველყოფს.
გალაქტიონის ხიდთან დაწყებული სამუშაოების პარალელურად პანდუსების, გვირაბების, ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა კიდევ 6 ადგილას დაიწყება. კერძოდ უახლოეს მომავალში დაიწყება და მიმდინარე წლის, ზაფხულის ბოლოს დასრულდება: კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედანზე ჩამოსასვლელი ესტაკადის, ლაგუნა ვერეს კვანძზე ესტაკადების, მარცხენა სანაპიროზე გალაქტიონის ხიდთან პანდუსის, ბარათაშვილის ხიდთან ახალი იუსტიციის სახლის წინ ესტაკადისა და გორგასლის ხეივანში გვირაბისა და პანდუსის მშენებლობა, რაც მარჯვენა სანაპიროზე ყველა პრობლემურ სატრანსპორტო კვანძს გახსნის, აღნიშნულ პერიმეტრზე გაუქმდება შუქნიშანები და სატრანსპოტო საშუალებები გადაადგილდებიან შეუფერხებლად.
კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედანზე ჩამოსასვლელი ესტაკადა
ფილარმონიის მხრიდან თამარ მეფის ხიდისკენ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინისკენ“ და ვერეს ხეობის მაგისტრალისკენ მოძრავი ნაკადი იმოძრავებს ახალ ესტაკადაზე. ესტაკადის მარჯვენა ზოლი შეუერთდება თამარ მეფის ხიდისკენ მიმავალ ზოლს, ხოლო მარცხენა ზოლი შეუერთდება საბურთალოსკენ და ვერეს ხეობის მაგისტრალისკენ მიმავალ ზოლებსა და პანდუსებს.
ვერეს ხეობის მაგისტრალიდან ლაგუნა ვერეს მიმართულებით მოძრავი ნაკადი შეუჩერებლად იმოძრავებს ახალი ესტაკადის ქვეშ.
ლაგუნა ვერედან სასტუმრო „ჰოლიდეი ინისკენ“ მოძრავმა ნაკადმა უნდა ისარგებლოს გმირთა მოედნის გვირაბით (ვეღარ გავლენ გმირთა მოედნის წრეზე).
დანარჩენი მოძრაობა დარჩება იგივე, როგორც აქამდე იყო.
ლაგუნა ვერეს კვანძზე ესტაკადები
ორთაჭალის მხრიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი ნაკადი გადავა ახალ ესტაკადაზე.
გმირთა მოედნიდან დიღმის მიმართულებით მარჯვენა სანაპიროზე გადასვლა მოხდება ახალი ესტაკადით.
პანდუსი გალაქტიონის ხიდთან მარცხენა სანაპიროზე
აღმაშენებლის გამზირიდან მომავალმა ნაკადმა, რომლებმაც უნდა იმოძრაონ მარცხენა სანაპიროზე დიდუბის მიმართულებით, მარცხნივ მოხვევის მაგივრად გაუხვევენ მარჯვნივ და პანდუსის საშუალებით ჩავლენ სანაპიროზე.
მარცხენა სანაპიროზე ავლაბრის მხრიდან მომავალი ტრანსპორტი, რომელთაც უნდათ ჯავხიშვილის(ყოფილი ელბაქიძის) აღმართზე მოხვედრა გალაქტიონის ხიდის ქვეშ იმოძრავებენ და ახალი პანდუსის გამოყენებით ავლენ ხიდზე.
ესტაკადა ბარათაშვილის ხიდთან ახალი იუსტიციის სახლის წინ.
ავლაბრიდან მოძრავ ნაკადს, რომელიც გადმოვა ბარათაშვილის ხიდზე და მოძრაობს მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით, ან უნდა იუსტიციის სახლთან მოხვედრა, სარგებლობს ახალი ესტაკადით.
მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მხრიდან მოძრავი ნაკადი, რომელიც იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობს, ადის ბარათაშვილის ხიდის არსებულ პანდუსზე და მარცხნივ მოხვევით სარგებლობს ახალი ესტაკადით.
მარჯვენა სანაპიროზე ორთაჭალის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს შეუძლია უკიდურესი მარჯვენა ზოლით შევიდეს იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე ან შეუჩერებლად გააგრძელოს მოძრაობა სანაპიროზე.
მარჯვენა სანაპიროზე ორთაჭალის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს აღარ ექნება მარცხნივ მოხვევით ბარათაშვილის არსებულ პანდუსზე ასვლის უფლება, ამისთვის ისინი მშრალი ხიდიდან უნდა დატრიალდნენ სანაპიროზე.
გვირაბი და პანდუსი გორგასლის ხეივანში
სიონის მხრიდან ორთაჭალისკენ მოძრავი ნაკადი იმოძრავებს ქვედა სანაპიროზე და ბალნეოლოგიურის წინ გვირაბის საშუალებით ორთაჭალაში მოსახვედრად გადავა ზედა სანაპიროზე.
ორთაჭალიდან კოტე აფხაზის ქუჩის(ყოფილი ლესელიძის) მიმართულებით მოძრავი ნაკადი ქვედა სანაპიროდან გვირაბის თავზე გამავალი პანდუსით ავა ზედა სანაპიროზე და იმოძრავებს კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით ან ქვედა ზოლით გააგრძელებს მოძრაობას სიონის მიმართულებით.
კოტე აფხაზის ქუჩიდან სიონისკენ მიმავალი ტრანსპორტი ავა პანდუსზე და გამანაწილებელი გზით ქვედა სანაპიროზე, სიონისკენ გააგრძელებს მოძრაობას.
http://new.tbilisi.gov.ge/news/614

This post has been edited by Fabian on 22 Feb 2012, 00:12