
"3 ივნისს, დაახლოებით 21 საათისთვის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ამბაკო ავალიანი რამდენიმე პიროვნებამ ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. მას შემდეგ ავალიანს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველებიც.
ამბაკო ავალიანის გატაცებასავაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა, რადგან გატაცებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს შეხვდა. საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში სპორტული კარიერის გაგრძელებას გეგმავდა, რაზეც მინისტრისგან უარი მიიღო. სპორტის მინისტრმა საქართველოს ჩემპიონს განუცხადა, რომ "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების გამო, მას სპორტული საქმიანობის გაგრძელების უფლებას აღარ მისცემდა. ამის შემდეგ ამბაკო ავალიანსა და ლადო ვარძელაშვილს შორის არასასიამოვნო საუბარი გაიმართა, რასაც სპორტის მინისტრის მხრიდან მუქარის სიტყვებიც მოყვა.