საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ანგარიშზე 170 შეხვედრაში 197 გატანილი გოლია. იმედია მომდევნო შეხვედრაში ეს მაჩვენებელი დამრგვალდება და 200 მივაღწევთ.
ფორუმზე ქართული ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარია შეკრებილი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, გამოვავლინოთ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მიერ გატანილი საუკეთესო გოლი და ასევე ათეული.
გამოკითხვა უნდა ჩატარდეს 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე, მსურველებმა ჩამოთვალეთ თქვენი შეხედულებით მაქსიმუმ 7 საუკეთესო გოლი (მიუთითეთ გოლის ავტორი, მეტოქე და წელი). 5 დღის შემდეგ, თემა დაიხურება, დავითვლი ხმებს, გამოვავლენ 15 გოლს, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება დაგროვებული. პრეტენდენტებში ვერ მოხვდება ისეთი გოლი, რომლის ამსახველი ვიდეოც ინტერნეტში არ მოიძიება.
მეორე ეტაპზე გაიხსნება ახალი თემა, გამოკითხვით და საუკეთესო გოლის პრეტენდენტი გოლების კოლაჟით, რათა გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება.
ვფიქრობ საინტერესო იქნება როგორც საუკეთესო გოლი, ისე ათეული

ჩემი შვიდეული (გადანაწილებას არ აქვს მნიშვნელობა)
1. გიორგი ქინქლაძე (ისრაელი - საქართველო 1-1, 2000 წელი)
2. გიორგი ქინქლაძე (ტუნისი - საქართველო 1-1 1998 წელი)
3. გიორგი ქინქლაძე (უელსი - საქართველო 0-1 1995 წელი)
4. თემურ ქეცბაია (საქართველო - უელსი 5-0 (მესამე გოლი) 1995 წელი)
5. გოგა გახოკიძე (საქართველო - უკრაინა 1-1 2005 წელი)
6. სანდრო კობახიძე (საქართველო - მოლდოვა 2-0 2011 წელი)
7.მალხაზ ასათიანი (საქართველო - დანია 2-2 2004 წელი)
თემა დაიხურება 5 ივნისს, ღამის 12 საათზე.
აბა, იაქტიურეთ!
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)