ეკონომიკურად განვითარებულ ზოგიერთ ქვეყანაში არსებული მაღალი საგადასახადო ტვირთი აიძულებს გადასახადების გადამხდელებს მოძებნონ გადასახადებისგან თავის არიდების ესა თუ ის მექანიზმები.
თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს საქმიანობის სახე ან ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, რომლის დაბეგვრის რეჟიმი ეროვნული საგადასახადო კანონმდებლობის სპეციფიკის წყალობით შედარებით შეღავათიანია. ცალკეული სახელმწიფოები თავიანთ პოლიტიკას აგებენ ისე რომ მიიზიდონ თავიანთი საგადასახადო იურისდიქციის ქვეშ უცხო ქვეყნის ფირმები მათთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების დაწესების მიზნით. ასეთ ქვეყნებს საგადასახადო თავშესაფრებს უწოდებენ. მათგან განსხვავდება საგადასახადო ოაზისები ,ანუ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში არსებული ტერიტორია ,რომელზეც მოქმედებს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი. საგადასახადო ოაზისებს როგორც წესი მიეკუთვნებიან პორტები, ეკონომიკური ზონები, თავისუფალი სამეწარმეო ზონები და ა.შ.
საგადასახადო თავშესაფრების რიცხვში გამოყოფენ ბევრ ქვეყანას (ძირითადად სამრეწველო განვითარების დაბალი დონით) რომლებიც უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით აწესებენ მიზერულ გადასახადებს ან საერთოდ უარს ამბობენ მათ დაწესებაზე. აღნიშნული ქვეყნები თითქმის მთლიანად აგებენ თავიანთ კეთილდღეობას ოფშორული რეჟიმის მიწოდებაზე და ოფშორული გარიგებების მოსახურებაზე. უმეტესი მათგანი განლაგებულია კუნძულებზე რამაც მოცემულ მოვლენას მისცა დასახელება.
საგადასახადო თავშესაფრები როგორც წესი ხასიათდებიან საბანკო და კომერციული საიდუმლოებების დაცვით.
ოფშორული მექანიზმის გამოყენების არსი მდგომარეობს გადასახადით დასაბეგრი ობიექტების იურიდიულ გადაადგილებაში დაბეგვრის მაღალი დონის იურისდიქციიდან დაბეგვრის დაბალი დონის იურისდიქციაში.
საქართველოშიც იქმნება ეგეთი ოფშორული ზონა, კერძოდ ფოთში. ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული განმარტებები და რეკომენდაციები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი" ქვეპუნქტის თანახმად, „ოფშორულ ზონად მიიჩნევა ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან/და სადაც მოთხოვნები გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციბის მიერ". ოფშორული ტერიტორიების სიებს სისტემატურად ადგენენ და ვებ გვერდებზე აქვეყნებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთები მაგალითად, როგორებიცაა:
* ნარკოტიკებზე კონტროლისა და დანაშულის პრევენციის გაეროს ოფისი (UN ODCCP);
* საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF);
* ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD);
* ფინანსური სტაბილურობის ფორუმი (FS-FORUM); აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას ოფშორული საფინანსო ცენტრების შესახებ (მაგ. IMF, FS-FORUM), ხოლო ზოგი მათგანი კი - საგადასახადო თავშესაფრების სიას (მაგ. OECD). ვინაიდან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესახებ" კანონის თანახმად არ გააჩნია უფლებამოსილება დაადგინოს ოფშორული ზონების ჩამონათვალი ან აღიაროს ესა თუ ის ქვეყანა (ტერიტორია) ოფშორულ ზონად.
Countries, Territories, and Jurisdictions with
Offshore Financial Centers
Africa Asia and Pacific Europe Middle East Western Hemisphere
Djibouti Cook Islands (FSF) Andorra (FSF) Bahrain (J) (OG) (FSF) Anguilla (FSF)
Liberia (J) Guam Campione Israel Antigua (FSF)
Mauritius (OG) (FSF) Hong Kong, SAR (J) (OG) (FSF) Cyprus (OG) (FSF) Lebanon (J)
(OG) (FSF) Aruba (J) (OG) (FSF)
Seychelles (FSF) Japan1 Dublin, Ireland (FSF) Bahamas (J) (OG) (FSF)
Tangier Labuan, Malaysia (FSF) Gibraltar (OG) (FSF) Barbados (J) (OG) (FSF)
Macao, SAR (FSF) Guernsey (OG) (FSF) Belize (FSF)
Marianas Isle of Man (OG) (FSF) Bermuda (J) (OG) (FSF)
Marshall Islands (FSF) Jersey (OG) (FSF) British Virgin Islands
(FSF)
Micronesia Liechtenstein (FSF) Cayman Islands (J) (OG) (FSF)
Nauru (FSF) London, U.K. Costa Rica (FSF)
Niue (FSF) Luxembourg (FSF) Dominica
Philippines Madeira Grenada
Singapore2(J) (OG) (FSF) Malta (OG) (FSF) Montserrat
Tahiti Monaco (FSF) Netherlands Antilles (J) (OG) (FSF)
Thailand3 Netherlands Panama (J) (OG) (FSF)
Vanuatu (J) (OG) (FSF) Switzerland (FSF) Puerto Rico
Western Samoa (FSF) St. Kitts and Nevis (FSF)
St. Lucia (FSF)
St. Vincent and Grenadines (FSF)
Turks and Caicos Islands (FSF)
United States4
Uruguay
West Indies (UK) (J)5
რა არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა?თავისუფალი ეკონომიკური ზონა ეროვaნული ეკონომიკური სივრცის განცალკევებულ ნაწილს (ტერიტორიასა თუ სეგმენტს) წარმოადგენს, სადაც შეღავათებისა და სტიმულირების ისეთი განსაკუთრებული სისტემაა შემოღებული, რომელიც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე (ან ეკონომიკის სხვა სეგმენტებში) არ გამოიყენება.
კონცეპტუალური თვალსაზრისით ზონის ორ სახეობას განასხვავებენ. ერთი მათგანი ტერიტორიულ მიდგომას ეყრდნობა და მკაფიოდ განსაზღვრულ ტერიტორიას წარმოადგენს, სადაც ზონის ყველა რეზიდენტზე ზონაში დადგენილი ეკონომიკური საქმიანობის შეღავათიანი რეჟიმი ვრცელდება. მეორე კონცეპტუალური მიდგომა ფუნქციონალურ ხასიათს ატარებს და წარმოადგენს შეღავათიან რეჟიმს, რომელიც გარკვეული სახეობის სამეწარმეო საქმიანობის მიმართ გამოიყენება იმის მიუხედავად, თუ ეკონომიკური აგენტი, რომელიც ამ სახეობის საქმიანობას ეწევა, ქვეყნის რომელ ნაწილში მდებარეობს.
თავისუფალი ეკონომიკური ზონების კლასიფიკაცია მათი სპეციალიზაციის ნიშნით ზონების შემდეგ ძირითად სახეობებს განსაზღვრავს: საბაჟო, სავაჭრო, სამრეწველო-საწარმოო, სამეცნიერო-ტექნიკური და სერვისული.
თავისუფალი საბაჟო ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთერთ უმარტივეს ფორმას წარმოადგენს. მას ტრანზიტული, კონსიგნაციური და სხვ. თავისუფალი საწყობები მიეკუთნება, რომლებშიც საქონელი ქვეყანაში ძირითადად მოქმედი კანონმდებლობიდან განსხვავებულ რეჟიმში განთავსდება. უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაჟო ზონების ფუნქციონირება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული.
ყველაზე ფართოდ მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის ზონების სხვადასხვა მოდიფიკაციებია გავრცელებული. ისინი, როგორც წესი, შეზღუდულ ტერიტორიულ უბნებს (რომელთა ფართი რამოდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრს შეიძლება არც კი აღემატებოდეს) წარმოადგენენ, სადაც სავაჭრო ოპერაციები და საქონლის შეფუთვა, დახარისხება, დადამღვა ხორციელდება. ასეთი ზონების ორგანიზაციული სტრუქტურების სპექტრი ძალზე მრავალფეროვანია, მათ მიეკუთვნება როგორც ე.წ. “Duty Free”-ის ტიპის მაღაზიები, ასევე სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც სავაჭრო შეღავათებს ადგენენ. საყურადღებოა, რომ საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონებიც უკვე კარგა ხანია რაც მოქმედებს, მაგალითად, საცალო ვაჭრობის ობიექტები, რომლებიც აეროპორტებში, ნავსადგურებსა და სხვ. მსგავს ადგილებშია განლაგებული. გარდა ამისა, საქართველო დსთ-ს წევრ-სახელმწიფოთა შეთანხმებაში “თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ” მონაწილეობს, რომელიც ჯერ კიდევ 1994 წელს დაიდო და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს შორის ვაჭრობაში საბაჟო გადასახადებისაგან განთავისუფლებასა და ადმინისტრაციული
ბერკეტების (კვოტირება, ლიცენზირება, კონტრაქტების რეგისტრაცია და სხვ.) მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. ამასთანავე, საქართველოს ორმხრივი შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სხვადასხვა სახელმწიფოსთან აქვს დადებული.
სამრეწველო-საწარმოო ზონები საექსპორტო და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების სტიმულირების მიზნით იქმნება. ასეთ ზონებში რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტები მნიშვნელოვანი საგადასახადო და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ. გარდა ამისა, ასეთ ზონებში საწარმოების რეგისტრაციის, ინვესტირების, მოგების რეპატრიაციის, უცხოელ ფიზიკურ პირთა ზონის ტერიტორიაზე გადაადგილების გამარტივებული ადმინისტრაციული წესები მოქმედებენ.
თავისუფალი ეკონომიკური ზონების კიდევ ერთი სახეობა სამეცნიერო-ტექნიკური ზონებია, რომელთა ყველაზე უფრო გავრცელებულ ფორმას ტექნოპარკები წარმოადგენენ. ამ ზონების ჩამოყალიბების ყველაზე აქტიური პერიოდი გასული საუკუნის 70-80-ან წლებზე მოდის. ისინი განსაკუთრებულ სახელმწიფო მხარდაჭერას საჭიროებენ და მსხვილი სამეცნიერო ცენტრების ირგვლივ კვლევითი, საპროექტო და სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირების მიზნით იქმნებიან. სამეცნიერო-ტექნიკური ზონების უმრავლესობა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ფუნქციონირებს, ვინაიდან მათი შექმნა და შემდგომი ქმედითუნარიანობა სერიოზულ სუბსიდირებასთანაა დაკავშირებული.
სერვისული ზონები, როგორც თვით მათი დასახელება მეტყველებს, წარმოადგენენ ზონებს, რომელთა სპეციალიზაცია სხვადასხვა სახეობის მომსახურებისათვის (მაგალითად, საბანკო, სადაზღვევო, ტურისტული, სატრანსპორტო და სხვ. საქმიანობისათვის) შეღავათიანი რეჟიმის დაწესებას გულისხმობს. სერვისული ზონების მეტად პოპულარულ სახეობას ოფშორული ზონები წარმოადგენს, რომლებიც ძირითადად კუნძულებზე, ან ზღვისპირა ტერიტორიებზე იქმნება. აუცილებელია იმის აღნიშვნა, ოფშორული ზონები ხშირად “ჭუჭყიანი ფულის” (“გათეთრების” მიზნით) დაბანდების და სხვადასხვა სახეობის საფინანსო თაღლითობის ცენტრებად იქცევიან.
გარდა ყველა ზემოთ აღწერილი ზონის ნაირსახეობისა, მსოფლიო პრაქტიკაში აგრეთვე კომპლექსური თავისუფალი ზონების შექმნაცაა მიღებული, რომლებიც ორი, ან რამოდენიმე სახეობის ზონის შერწყმულ მოდელებს წარმოადგენენ.
რა ტიპის შეღავათებია შესაძლებელი?თითქმის ყველა ტიპის ზონისათვის შემდეგი შეღავათებისა და გამარტივებული მექანიზმების მოქმედებაა დამახასიათებელი:
* საგარეო სავაჭრო შეღავათები, რომლებიც საბაჟო-სატარიფო ლიბერალიზაციას (საბაჟო გადასახადების შემცირება ან მოხსნა, ექსპორტ-იმპორტზე დღგ-სა და აქციზის შეღავათიანი სისტემის დაწესება და სხვ.) და არასატარიფო შეზღუდვების (ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა, კვოტირება, ლიცენზირება, რეგისტრირება) არ არსებობას ეფუძვნება;
* ფისკალური შეღავათები, რომლებიც პირდაპირი გადასახადების ლიბერალური სისტემის არსებობასთანაა დაკავშირებული;
* საფინანსო შეღავათები, რომლებიც სხვადასხვა ფორმის სუბსიდიებს, შეღავათიან საკრედიტო სისტემას, მიწითა და შენობებით სარგებლობის საიჯარო გადასახადის შემცირებულ განაკვეთებსა და სხვ. შეიცავს;
* სავალუტო ოპერაციებზე შეზღუდვების არ არსებობა;
* ადმინისტრაციული შეღავათები, რომელთა მიზანია ეკონომიკური აგენტების რეგისტრაციის, ანგარიშგების სისტემის, სავიზო რეჟიმის გამარტივება და სხვ.
საყურადღებოა, რომ ხსენებული შეღავათები მხოლოდ ზონის შიგნით ვრცელდება. შედეგად ზონიდან ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე საქონლის შეტანა ზუსტად იმ პროცედურებს ექვემდებარება, რაც ზოგადად იმპორტზეა დადგენილი. სწორედ ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის ზონაში შესვლა შეზღუდულია და მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი.
რისთვის იქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა?ორგანიზაციული და ფუნქციონალური ნიშნით კლასიფიკაციის გარდა, თავისუფალი ეკონომიკური ზონები მათი შექმნის მიზეზისა და ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელობის დონის თვალსაზრისითაც ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. მაგალითად, განვითარებული და ამასთან დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყნები თავისუფალ ზონებს რეგიონალური პოლიტიკის რეალიზების მიზნით ქმნიან. ამის ნათელ გამოვლინებას წარმოადგენს თუნდაც დიდი ბრიტანეთის მიერ შექმნილი ზონები, რომლებიც ამ ქვეყნის ძირითადი ტერიტორიიდან მოშორებითაა (მაგალითად, ვირჯინიის კუნძულები) განლაგებული და რუსეთის ფედერაციის პერიფერიებზე შექმნილი ზონები, სადაც ცენტრალურ მთავრობას ზოგადად მარეგულირებელი და მაკოორდინირებელი ფუნქციების განხორციელება უჭირს.
რაც შეეხება განვითარებად და პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, მათთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონები ღია ეკონომიკის პრინციპების დანერგვის პოლიგონებს წარმოადგენენ. ასეთ ქვეყნებს უცხოური კაპიტალის ნაკადებისათვის თავისი ეკონომიკის სრული გახსნა, განსაკუთრებული სავაჭრო, თუ საინვესტიციო პოლიტიკის გატარება მთელი ტერიტორიისა და ეროვნული ეკონომიკის მასშტაბით ხშირად არ სურთ, ან არ შეუძლიათ; ამიტომ, ისინი ეკონომიკის ლოკალურ “გახსნას” ზონების ჩამოყალიბების მეშვეობით ახორციელებენ. ამას თუნდაც ჩინეთის მაგალითი ადასტურებს, სადაც ზონების შექმნის პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და პრაქტიკულად საბაზრო ურთიერთობების გამოყენების ექსპერიმენტს წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონების მნიშვნელობის განხილვის დროს არ შეიძლება ყურადღება ისეთ საკითხზე არ გამახვილდეს, როგორიცაა ზონების გავლენა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ამასთან საყურადღებოა, რომ განვითარებად ქვეყნებში ზონების ზეგავლენის დონე ეროვნულ ეკონომიკაზე საკმაოდ შეზღუდულია, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ასეთი გავლენის საკითხი პრაქტიკულად არც კი განიხილება.
თავისუფალი ზონების შექმნის ყველაზე აქტიური პროცესი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე მოდის (თუმცა მათი მარტივი ანალოგები XVII-XVIII საუკუნეებშიც კი იყო ცნობილი), რაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკური სისუსტით, მათი მთავრობების პოლიტიკური უუნარობითა და ფინანსური შესაძლებლობების სიმცირით იყო განპირობებული.
საქართველოს კანონი
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ ბმული This post has been edited by miseva on 20 Apr 2008, 23:56