aq mousmineT da uyureT videos. CafiuqrdebiT!!!!!მოკლედ გეტყვით. აქ ამბობენ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის 8 საათიანი, ღრმა, უწყვეტი ძილი. თუ როგორ ალამაზებს ადამიანს ძილი. უძილობა ადაიანს აუშნოებს და ასევე მოქმედებს ალკოჰოლიც ადამიანის სილამაზეზე.
8 საათიანი ძილი მთლიან სხეულსაც ალამაზებს. ტანი (კუნთები) უფრო მკვრივი ხდება.
ტვინი უფრო კარგად მუშაობს და უფრო ენერგიული ხარ საბოლოო ჯამში
ასე რომ დაფიქრდით, სანამ ღამის თევაზე იფიქრებთ ან ალკოჰოლის მიღებაზე. სხვა მავნე ჩვევებიც მოქმედებენ ასე . მაგრამ ძილი პირველ რიგში.
ამაზე თემაზე რამე ინფორმაცია თუ მოგეპოვებათ, გავუზიაროთ ერთმანეთს.
ვისაც ძილიოს პრობლემა აქვს, მასაც ვურჩიოთ რამე.
* * *
..........................................................
* * *
იძინეთ მეტხანს
ტყუილად როდი უწოდებენ შუაღამემდე ძილს "სილამაზის ძილს"! თვალის ირგვლივ მუქი რგოლები და სახის უღიმღამო ფერი სწორედ ქრონიკული გამოუძინებლობის ბრალია. ამასთანავე, უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება, იმუნიტეტის დაქვეითება, გაღიზიანება და განწყობის უმიზეზო ცვალებადობა.
გაინტერესებთ, როგორ გაიხანგრძლივოთ ღამის ძილი? პასუხი მარტივია: დაწექით ადრე.
რამდენიმე საღამოს განმავლობაში დასაძინებლად ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე დაწექით, ხოლო დილით 20 წუთი კარგად განათებულ ადგილას (ქუჩაში ან ოთახში, სადაც ძლიერი ნათურა ანთია) გაატარეთ. ეს ჰორმონული ბალანსის რეგულირებაში დაგეხმარებათ.
ღამით საწოლ ოთახში აუცილებლად ჩააქრეთ შუქი - მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავება სუსტმა განათებამაც კი შეიძლება დათრგუნოს. დაწოლამდე 1 საათით ადრე გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი. უკუნ სიბნელეში უფრო სწრაფად და ადვილად დაგეძინებათ.
მოეშვით. თბილი აბაზანა ძილის წინ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, სხეულის ტემპერატურის ცვლილება გულის რიტმს ანელებს და ძილს ჰგვრის.
This post has been edited by taliko123 on 4 Jun 2012, 19:38
"კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?" (ილია)
Forza Italia <3 <3