საქართველოში რომ მრავალი საოცარი და საინტერესო ადგილია ლაპარაკი არ უნდა, როგორც იტყვიან აქ ყოველ ქვას თავისი ისტორია აქვს, ჰოდა წარმოიდგინეთ ახლა რამდენი უცნობი (საზოგადოებისთვის ფართო მასისთვის) ადგილი და ძეგლია. აქ ბევრი თემებია რომლებიც ეძღვნება სხვადასხვა კუთხეებს და ასე ვთქვათ პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე მყოფ ძეგლებს. მაგრამ რამდენია არანაკლები მათზე.
ჰოდა აქვე ჩემს გასაჭირზეც (

) მოგახსენებთ ცივ გომბორის ქედზე სავარაუდოდ საგარეჯოს რაიონში არის ასეთი ქალის ციხე იგივე გიორგი ბრწყინვალეს საზაფხულო რეზიდენცია დაახლოებითი ადგილიც ვიცი და მივაგნებ კიდეც, მაგრამ რაც ვეძებე ჯერჯერობით ამ ძეგლზე მეტ ინფოს ვერ მივაკვლიე
,,ადრე ქართველი მეფეები, როგორც უკვე ვიცით, ყაენის შიშით ვერ
ბედავდნენ განდგომილი მთავრების შეცვლას თუ დასჯეს. ახლა კი მათი
აღსასრული დადგა. გიორგის საყაენოსაგან მთავრების დამორჩილების დასტური
ჰქონდა მიღებული და ბევრიც, ალბათ, ძალის გამოუყენებლად შემოიმტკიცა,
მაგრამ ურჩების გასასწორებლად დროის შერჩევას მაინც სიფრთხილით შეუდგა.
გიორგიმ მათ წინააღმდეგ მოქმედება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მონღოლებს
ერთმანეთში “მტრობა აღუჩნდათ და წახდნენ” (ე. ი. დასუსტდნენ), მაშინო,
გვაუწყებს წყარო, “
რა დრო დაიცა გიორგიმ ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი,
რომლებიც ჩინგიზთ მიუდგნენ (ე. ი. რომლებიც მონღოლებს ემხრობოდნენ - ბ. ლ.),
კახეთს ცივზე მოაწივა და ამოსწყვიტა”[10]. ცივის დარბაზობაზე მოწვეული
ერისთავების გაჟლეტა ეს იყო მეფის მიერ ერთ-ერთი რადიკალური ზომა ცენტრს
ჩამოცილებული ერისმთავრების წინააღმდეგ. მაგრამ მიზნისათვის მარტო ასეთი
ღონისძიებანი, ცხადია, საკმარისი არ იქნებოდა, თუ ამასთან ქვეყნის სოციალური
და ეკონომიკური ძალები არ აღდგებოდა. საამისოდ კი საქართველოს სჭირდებოდა
მყარი საშინაო და საგარეო მშვიდობა."
ესეც რუკა


ამ ტოპოზე ციხე არ ჩანს მაგრამ ადგილის სახლი თუ ქალის ციხეა ესე იგი აქააა ახლომახლო (რომ დგას უეჭველად ადგილობრივებისაგან ვიცი) თან აქედან ცივის მთამდე 6-8 კმ ია
ესეც ცივის მთა და მისი მიმდებარე ტერიტორიები





ჰოდა ვაპირებ იქაურობის კარგად დატვალიერებას და რამე მაგრამ ცნობები მჭირდება რა და ვერა და ვერ მოვიპოვე

იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რამე გაინტერესებთ ან გინდათ გააცნოთ ხალხს მემგონი კაი თემაააა

P.S. ეს თემა ამ ციხეს კი არ ეძღვნება არამედ მსგავს სიტუაციებს, მივიწყებულის გახსენებას და ახლის გაცნობას
This post has been edited by giorgitab on 27 Aug 2009, 14:10