ვინაიდან და რადგანაც ვერ პოსტავს(არ არის დარეგისტრირებული) მაგრამ აქტიურად ადევნებს თვალს აქაურობას,დამიკავშირდა და მთხოვა ეს თემა გამეხსნა.
ასევე პასუხებს მომწერს ხოლმე და გიპასუხებთ
ნიკი დაარეგისტრირა მაგრამ 30 დღე ვერ პოსტავს
თუ ვინმეს გაქვთ ზედმეტი ნიკი მომაწოდეთ პმ-ში და გადავცემ
---------------------------------------------------------------------
იმის გამო, რომ ეხლახანს დავრეგისტრირდი ნიკით giorgi_sigua , ამ ფორუმის წესები არ მაძლევს საშუალებას დავპოსტო პოლიტიკის განყოფილებაში. ამიტომაც მიწევს პატივცემული
იუზერების შეწუხება [

]
გადავწყვიტე დავწერო FAQ , რათა ერთიდა იგივე კითხვები აღარ განმეორდეს ჩემი უბადრუკი პერსონის მიმართ.
1. ვიყავი თუ არა სტუდკავშირის, ლიგის, თვითმართველობის ან სხვა რაიმე ორგანიზაციის წევრი ან თანამდებობის პირი?
- არა, არასდროს ვყოფილვარ. ვიყავი უბრალო აქტივისტი და ვუბერავდი რაღაცეებს უნივერსიტეტში. აქვე შეგახსენებთ რომ სტუდკავშირის პრეზიდენტი გახლდათ დათო მესხიშვილი,
შემდგომში ვარდების მთავრობის წევრი. ასევე "სტუდენტური ფორუმის" თავმჯდომარე იყო კოკი იონათამიშვილი , ამჟამდ ნაცების ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში [

]
2. ვიპარავდი თუ არა ფულებს? ვერა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ მიმიწვდებოდა მათზედ ხელი. ვაღიარებ, ვარ ნამყოფი სამჯერ უნივერსიტეტის ხარჯზე "პაეზდკაში", სხვა პატივცემულ
გვამებთან ერთად, თუმცა პატიოსნად შევასრულე ჩემზე დაკისრებული მისია, მათ შორის ერთხელ, ოდესაში მე და ბატონმა მურცხვალაძემ ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილიც კი ავიღეთ
საპარლამენტო დებატებში [

]
3 ვაბარებდი თუ არა მ=თავნებს და ვიქირავებდი თუ არა ქილერებს?
ვაღიარებ, პირველ კურსზე მართლაც ვიყავი ჩათრეული ბიჭბუჭურ მაიმუნობებში, მათ შორის აზარტულ თამაშებშიც , თუმცა პატიოსნად ვიხდიდი წაგებულს და ამისთვის არავის დაშანტაჟება, მათ შორის მშობელი მამის არ მჭირდებოდა. ცნობისთვის, ვმუშაობდი რუსთაველზე მდებარე "მაკდონალდსში" [

] , გარდა ამისა ვწერდი სტატიებს სხვადასხვა გაზეთებში, ვიყავი 16-17 წლის . ასევე
სხვა ცელქობებიც მქონდა, ამაზე მოგვიანებით. ქილერს რაც შეეხება ეგ "ტოტალ ბულშითია" , ვინ უნდა მომეკლა ???? მეთავნე? აზრი? მაინც ვიღაც რჩება ვისაც უნდა გადაუხადო, ასე იყო მაგ დროს [

]
ზოგადად კი აზარტულ თამაშებს დიდი ხანია შევეშვი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ოჯახი შევქმენი.
4 მეგობრობა პოლიტიკოსებთან , მამალაძე-შევარდნაძესთან? მამალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, ერთხელ ვნახე ფილარმონიაში, ედოს რაც შეეხება, ჩემზე კარგად იცით ვინ უფრო მეგობობდა მასთან ,მე თუ დღევანდელი მთავრობის წევრები მიშიკოს მეთაურობით [

]
5 გადავაგდე თუ არა დაჩი ცაგურია ან ვინმე სხვა? პირველ რიგში დაჩიზე, ის ჩემი მეგობარი იყო და არის ეხლაც, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ. თუ ვინმე სხვა გადავაგდე და ვალი მაქვს დაწერეთ სახელი, თანხა , ტელეფონი და დავურეკავ , ან ჩემს ნომერ დაგიტოვებთ, არავის ვემალები და არავის შიში მაქვს.
გარდა ამისა 15, 16, 17, 18, 19 წლის ასაკში მე ბევრი მაიმუნობები მიკეთებია, თუ გნებავთ მათაც მოგიყვებით და კვლავ "გამაშავეთ" , თუ ეს თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ [

]
არასფროს არ მქონია რაიმე თამდებობა ცხოვრებაში (საქართველოში) და შესაბამისად კორუმპირებულიც ვერ ვიქნებოდი [

]
This post has been edited by SPLIYVI on 2 Jun 2012, 12:50