უკულტურობა....
არსებობს კულტურის მრავალნაირი განსაზღვრება...
ციცერონმა...................ფილოსოფიას უწოდა "cultura animae".
კულტურა ეს არის ზოგადსაკაცობრიობო სულიერი ფასეულობების პრაქტიკული რეალიზაცია.
ნებისმიერი მწარმოებელი,ნებისმიერი ფაბრიკანტი,უეჭველად ცივილიზებული ადამიანია,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას ფაბრიკა-ქარხნების მფლობელი აუცილებლად კულტურული ადამიანია.
სრულიად შესაძლებელია,წარმოების/ფაბრიკის/ქარხნის სულ ბოლო მუშაკი აღმოჩნდეს უეჭველი კულტურის მატარებელი,ხოლო მფლობელი კი მხოლოდ ცივილიზაციის ფარგლებში.
ვთქვათ,ადამიანი,რომელმაც ჩაიცვა თეთრი საყელო,ითვლება ცივილიზებულად...
ყველა ნაკითხი,უკვე ცივილიზებულია,თუნდაც პრიმიტიულ ფორმებში...
მაგრამ ყველა გრძნობს,რომ გარდა იმისა ,რაც ადვილად მიღწევადია, არსებობს,რაღაც უფრო მაღალი,
რისკენაც განუწყვეტლივ მიისწრაფვის მძებნელი ადამიანის სული........
ჩვენ ვიცით გამოთქმები"საბერძნეთის ცივილიზაცია","ეგვიპტის ცივილიზაცია","საფრანგეთის ცივილიზაცია"...
ეს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს საბერძნეთის,ეგვიპტის,საფრანგეთის მაღალ კულტურას.....
არაჩვეულებრივი დროის კარიბჭესთან ვიმყოფებით....გაცნობიერებული სინთეზის დროში.....
თუ შევადარებთ თანამედროვე ადამიანისა და გამოქვაბულის ადამიანის ცხოვრებას,მთავარი მამოძრავებელი ძალა ორივე შემთხვევაში არის "პური არსობისა".
ერთისთვის ეს მამონტის კაი ნაჭერი შეიძლება იყოს,ვიღაცისთვის ორცხობილა რძესთან,ვიღაცისთვის კი კარაქიანი პური ხიზილალით.
მართალია,დღეს ადამიანი აღარ ნადირობს შუბით,მისი ნადირობა სახელდება სამსახურით, ბიზნესით...როგორც გინდათ..აზრი იგივეა...იგი რჩება მონადირედ.
ცივილიზაციის პროგრესმა მისცა ადამიანს თავისუფალი დრო,რომელიც შეუძლია გამოიყენოს კულტურული დასვენებისთვის.
ამ დროს მოდის დასახმარებლად მუსიკა,სიმღერა,ეს იმდენად სასიამოვნო და ჩვეულებრივია ადამიანისთვის,უჩვეულო იქნება დაისვას შეკითხვა , თუ რატომ?
ადამიანს დაბადებითანავე უმღერიან იავნანას.
გაიზრდება და თვითონ მღერის(ან უსმენს) მწუხარების ჟამს,თუ სიხარულისას,თუ მარტო,თუ მეგობრებთან,თუ კონცერტზე...
კვდება და მას მუსიკით აცილებენ.
უძველესი დროიდან ითვლება მუსიკა უმაღლეს ხელოვნებად....
ითვლება უმძლავრეს ბიოენერგეტიკულ სტიმულატორად...
სიმღერა ,იგივე ლოცვაა,ამიტომ მნიშვნელობა აქვს სიმღერის შინაარსს...
სევდიანი სიმღერები იზიდავს სევდას,ნაღველს...
გიყვართ "დამწვარი რომანსები"?ამითი შეიძლება საკუთარი გულიც კი გაიტეხოთ...
მღერიხართ სიყვარულზე,სიხარულზე,ბედნიერებაზე-ამითი იზიდავთ სიყვარულს,სიხარულს, ბედნიერებას...
This post has been edited by Nostalgia34 on 8 Jun 2012, 11:03